ბრიტანულმა გავლენიანმა ჟურნალმა „ექონომისტმა“ (The Economist) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „რატომ ეკისრება დასავლეთს მთავარი პასუხისმგებლობა უკრაინის კრიზისში“, რომლის ავტორია ჯონ მირშაიმერი - ამერიკელი პოლიტოლოგი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი.
ვეპატიჟები უკრაინის ყველა მეგობარს, ჩამოვიდნენ კიევში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ჯარების ცოცხალი ძალის დანაკარგი 13 800-ს აღწევს.
პოლონეთის, ჩეხეთის და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები დღეს უკრაინაში ჩავლენ. „ბიბისის“ ინფორმაციით, სამი ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელები უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.
დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების დაჯგუფებამ მოწინააღმდეგის ოთხი ერთეული ვერტმფრენი, ერთი ერთეული თვითმფრინავი და ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 15 მარტის დილის ოპერატიულ ინფორმაციაშია მითითებული.
“უკრაინელი ხალხი ასე მედგრად რომ დგას, რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული - ბოლო წლების განმავლობაში მათ ნამდვილი თავისუფლების გემო გაიგეს, აირჩიეს პოპულარული მთავრობა და აცნობიერებენ, რომ თავიანთი თავის განმკარგავი თავად არიან. მეორე მხრივ, მათ დაინახეს, როგორ მოექცა რუსეთი, ანუ დამნდობი არ იყო და ამისთვის თანდათან, მაგრამ საფუძვლიანად მოემზადნენ. უკრაინის მოქალაქეების ის ნაწილიც კი, ვინც ანტირუსულად არ იყო განწყობილი, საბრძოლველად განეწყო.