October 6, 2024

აპრილი 08 2022 წაკითხვა 364 ჯერ

მოსწავლეებში გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ა(ა)იპ-ს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმებას ხელი მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა და ორგანიზაციის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ლოლაძემ მოაწერეს. მემორანდუმი მხარეებს შორის სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობას გულისხმობს. მათ შორის, დოკუმენტი ითვალისწინებს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის „ეკოსკოლების“ საქართველოს საჯარო სკოლებში დანერგვასა და ზოგადი განათლების სისტემაში ინტეგრირების ხელშეწყობას.

ხელმოწერის ღონისძიებაზე თამარ მახარაშვილმა მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის – „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ – წარმომადგენლობას სკოლებში გარემოსდაცვითი განათლების განვითარების მხარდაჭერისთვის. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის კუთხით მოზარდებში სწორი შეხედულებების ჩამოყალიბება და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი საერთო მიზნისკენ – აღვზარდოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე თაობა. აღსანიშნავია, რომ პროგრამას „ეკოსკოლები“ ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.

პროგრამა ეფუძნება შვიდსაფეხურიან მეთოდოლოგიას, რომლის ფარგლებში თითოეული სკოლა ირჩევს მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებულ თემას და შესაბამის აქტივობებს ახორციელებს. როდესაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება არჩეული თემის მიმართულებით შვიდივე საფეხურს დაასრულებს, მას „მწვანე დროშის“ მისაღებად განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა ეძლევა.

საბოლოოდ, სკოლას სპეციალურად დაკომპლექტებული ჯგუფი აფასებს და შესაბამის ჯილდოს გადასცემს. მნიშვნელოვანია, რომ „მწვანე დროშის“ მოპოვება დაჯილდოებული სკოლების მსოფლიო რუკაზე განთავსებას გულისხმობს, რაც საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ახალი შესაძლებლობების კარს უხსნის. „ეკოსკოლა“ საერთაშორისო პროგრამაა, რომელიც, სკოლებში მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისი აქტივობების განხორციელებით, მოსწავლეებსა და მასწავლებლებში გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების კუთხით ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს. პროგრამა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გარემოსდაცვითი განათლების ფონდის წევრ 70-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.

ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

აპრილი 05 2022 წაკითხვა 395 ჯერ

ბავშვებს, რომელთაც 6 წლის ასაკი 1-ელ ოქტომბრამდე უსრულდებათ, სკოლაში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნებათ.

აპრილი 05 2022 წაკითხვა 489 ჯერ

ბავშვობისას უფროსები ხშირად გვეუბნებოდნენ: „ჭამე ბოსტნეული, თუ გინდა ჯანმრთელი გაიზარდო“. შესაძლოა, ჩვენმა ოჯახის წევრებმა, სამედიცინო თვალსაზრისით დაწვრილებით სულაც არ იცოდნენ, რატომ არის მნიშვნელოვანი ბოსტნეულის მიღება, თუმცა ჯანსაღ კვებაზე ზოგადი წარმოდგენა მაინც ყველას გვაქვს.

მარტი 30 2022 წაკითხვა 1042 ჯერ

ინგრედიენტები

მარტი 08 2022 წაკითხვა 1230 ჯერ

თქვენს ცხოვრებას თავად ქმნით, ამ მოსაზრებას არა ერთი წარმატებული ქალი ამტკიცებს. ძლიერი ქალები აღწევენ წარმატებას ყველა დაბრკოლების მიუხედავად და ნაბიჯ-ნაბიჯ ცვლიან სამყაროს. დღეს ქალთა საერთაშორისო დღეა. მსოფლიოსა და საქართველოს ისტორიაში ბევრია გამორჩეული და გამოჩენილი ქალი.

მარტი 04 2022 წაკითხვა 400 ჯერ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

გვერდი 66 სულ 156
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.