საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.
რუსეთის (დსთ-ის) ტელეკომპანია «Мир-24»-ის ეთერში გადაიცა ვიდეოსიუჟეტი აზერბაიჯანში მცხოვრები ეთნოსის - უდინების მიერ მართლმადიდებლური ქრისტეშობის დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ. მისი ტექსტური ვარიანტი გამოქვეყნებულია ტელეარხის ვებ-საიტზე სათაურით „აზერბაიჯანელმა უდინებმა ქრისტეშობა უძველესი ტრადიციის მიხედვით აღნიშნეს“ (ავტორი - ქიამრან ჰუსეინოვი).
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის საშობაო ეპისტოლე გამოქვეყნდა.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, პანდემიის გამო, 7 იანვარს „ალილო" სახეცვლილად ჩატარდება. კერძოდ კი, არ მოეწყობა მსვლელობა, მაგრამ სამღვდელოება მოსახლეობას და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცავს შობას.
,,პატრიარქის ანდერძი და მეორე, ახალი მოსაყდრე", - ამ სათაურით აქვეყნებს თეოლოგი ზვიად ცაბაძე სოციალურ ქსელში პოსტს.