გაიკეთებენ თუ არა სასულიერო პირები ვაქცინას საჯაროდ - პირველი გამოხმაურება ლადო კახაძის მოწოდებაზე
“საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე მზადაა საჯაროდ გაიკეთოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და ეკლესიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, პირველი ვაქცინაციის დროს მასთან ერთად ასევე საჯაროდ აიცრან.
მისი თქმით, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებდა საზოგადოებაში ვაქცინისადმი სკეპტიკურ დამოკიდებულებას. საპატრიარქოში „რეზონანსს“ განუცხადეს, რომ ამაზე კონკრეტულო მოსაზრება არ აქვთ. დეკანოზი შალვა კეკელია აცხადებს, რომ ამაზე გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს. ლადო კახაძე მზაობას გამოთქვამს, რომ კოვიდის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა საჯაროდ გაიკეთოს და იგივესაკენ საპატრიარქოს წარმომადგენლებსაც მოუწოდებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გაიკეთებენ თუ არა სასულიერო პირები ვაქცინას საჯაროდ - პირველი გამოხმაურება ლადო კახაძის მოწოდებაზე.
“იქნებ პირველი ვაქცინაციის დროს, არა მხოლოდ ურწმუნოთა დასანახად, ვაქცინაციის ნდობის ასამაღლებლად, გავაკეთოთ ინიცირება. პირადად მე მზად ვარ, პირველი ვაქცინა, რომელიც შემოვა, საჯაროდ, ყველას დასანახად გავიკეთო. ვთხოვ, ვინც არის აღმასრულებელი ხელისუფლებიდან და არასამთვარობო სექტორიდან... დიდი მოკრძალებითა და ქედის მოხრით მივმართავ საპატრიარქოს, თითოეული მათგანის რწმენისა და მათი გავლენის ადამიანის რწმენაზე, პირველი ვაქცინაციის დროს, სახალხოდ ერთად გავიკეთოთ, რათა ადამიანებს მივცეთ რწმუნებითი ნაწილი, რომ ეს უსაფრთხოა”, - განაცხადა ლადო კახაძემ კომიტეტის სხდომაზე. როგორც დეკანოზი შალვა ამბობს, ვაქცინასთან დაკავშირებული საკითხები არა სასულიერო პირების, არამედ ექიმების საქმეა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მე მაგალითად ყველას დავუთმობდი. ეს ვაქცინა ისედაც ძალიან ცოტაა, ჩვენ ვართ სასულიერო პირები და ვაქცინასთან დაკავშირებით ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. მაგალითად, თუ ვაქცინა არ ვარგა და ცუდი გამოდგება, როგორ შეიძლება ჩვენ ადამიანს ამისკენ მოვუწოდოთ?! ან პირიქით, მე ვიღაცას ვუთხრა, რომ „ვაქცინა არ გაიკეთო" და ის რომ დაიღუპოს, ეს ხომ ჩემზე იქნება და თუ ვაქცინამ ცუდი შედეგი გამოიღო, ესეც ხომ ჩვენი ბრალი იქნება. ამიტომ ეს ჩვენი გადასაწყვეტი არაა და ეს სასულიერო პირებს არანაირად არ გვეხება, ამაზე ექიმებმა უნდა ისაუბრონ”, - განაცხადა მამა შალვამ. კითხვაზე გაიკეთებთ თუ არა საჯაროდ ვაქცინას გვიპასუხა, რომ ამაზე პასუხს მაშინ გავიგებთ, როცა ამის დრო დადგება”, - განაგრძობს გამოცემა.
“ვნახოთ, ეგ დრო რომ დადგება, მაგის პასუხს მერე გავიგებთ. ჩვენ პირადად გადავწყვეტთ რანაირად და როგორ მოვიქცევით. მე არავის არასოდეს არ მოვუწოდებ არც გაკეთებისკენ და არც არგაკეთებისკენ. ეს ჩვენ, სასულიერო პირებს არ გვეხება, ეს ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ”, - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ. კახაძის მოწოდებასთან დაკავშირებით “რეზონანსი” საპატრიარქოს პრესცენტრს დაუკავშირდა. როგორც საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ეს მოწოდება პირველად გაიგო და ამ საკითხზე აქამდე არ უფიქრია. “არ ვიცი, ვერაფერს ვერ გეტყვით, ეს პირველად მესმის ახლა ეს. ამიტომ არც ამაზე მიფიქრია და არც ვინმესთვის მიკითხავს”, - თქვა მან”, - დასძენს გამოცემა.
სიახლეები
- დაჭერა, ჩხრეკა, მილიონების ჩამორთმევა - "ოცნება" ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ
- “ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ევროკავშირის ობიექტურ ინტერესებშია საქართველოში რევოლუციების მხარდაჭერა, მაგრამ არსებობენ ძალები, რომლებიც, უარყოფითად მოქმედებენ ევროპულ ბიუროკრატიაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე” - ირაკლი კობახიძე
- “ჩვენ გვინდა მშვიდობის შენარჩუნება, ეს ჩვენი საზოგადოების მოთხოვნაა და ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ ქართული საზოგადოების წინაშე” - ირაკლი კობახიძე
- “არა მხოლოდ საქართველოს მთავრობა, არამედ ქართველი ხალხიც მკვეთრად პროდასავლურია” - პრემიერი
- “რა თქვა რეალურად სუს-ის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ და როგორ შეცვალეს ინტერვიუს შინაარსი დეზინფორმაციის გასავრცელებლად ჯინ შაჰინმა და მისმა რამდენიმე კოლეგამ” - რამდენიმე სენატორისა და კონგრესმენის ტყუილზე დაფუძნებული წერილი
