,,კომენდანტის საათიც" ყოველგვარი დოლ-გარმონის გარეშე მოიხსნება" - ცერცვაძე
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი ქვეყანაში დაუმორჩილებლობის აქციის საჭიროებას ვერ ხედავს.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, მსგავსი აქციების მიზანი ეპიდსიტუაციის გაუარესებაა.
როგორც თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ,,კომენდანტის საათი" ყოველგვარი დოლ-გარმონის გარეშე, მოკლე დროში მოიხსნება
„მინიმალური შეზღუდვაა დარჩენილი, ,,კომენდანტის საათი" და ისიც ყოველგვარი დოლ-გარმონის გარეშე მოიხსნება მოკლე დროში. მათი ამოცანა იყო ასეთი არეულობის პროვოცირებით მიეღწიათ ეპიდსიტუაციის გაუარესებისკენ, ახალი შემთხვევების რაოდენობის მატებისკენ. ეს ისევ გააუარესებდა უბრალო ადამიანების მდგომარეობას და შემდეგ ეს დაებრალებინათ მთავრობისთვის და რიგითი მოქალაქეები აემხედრებინათ. იმ ადამიანებს, ვინც გამოდიოდნენ დაუმორჩილებლობის აქციაზე, არ აინტერესებთ ქვეყანაში პანდემიის დამთავრება. მათ პირიქით, აღიზიანებთ და ამწარებთ ის, რომ პანდემია მიდის დაძლევისკენ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
სიახლეები
- „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე დააკავეს
- ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
- ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
- საქართველოს წყვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- ,,დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას"- მიხეილ ყაველაშვილი
