November 27, 2024

რა შემთხვევაშია თქვენი წონა საფრთხის მანიშნებელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სიმსუქნეს როგორც გლობალურ პრობლემას და მოსალოდნელ ეპიდემიას ისე განმარტავდა, თუმცა, კორონა პანდემიის შემდეგ მონაცემები უფრო საგანგაშო გახდა.

სიმსუქნედ ითვლება, თუ სხეულის მასის ინდექსი 30-ზე მეტია. ხოლო თუ სხეულის მასის ინდექსი 25-ზე მეტია ეს უკვე ჭარბი წონაა და ამ დროსვე სჯობს ზომების მიღება.

 

საბაზისო რჩევებია:

 

ვარჯიში 

სახლის პირობებში შესაძლებელია ვიდეოების ან აპლიკაციების მიხედვით ვარჯიში. საწყის ეტაპზე 30 წუთიანი საშუალო დატვირთვის მქონე ვარჯიშები - იოგა, წონებით ვარჯიში, ასევე კარგია გარეთ სიარული ან ძუნძული.

 

კვება

გემრიელი საკვები, განსაკუთრებით კი სასუსნავი იშვიათადაა სასარგებლო.

აუცილებელია დღიური რაციონი გამდიდრებული იყოს ხილით, ბოსტნეულით, მარცვლეულითა და პროტეინით. რეკომენდებულია შაქრის და საფუარის შემცველი პროდუქტის შემცირება.

კვლევებმა ცხადყო, რომ ადამიანები, რომლებიც მიირთმევენ შინ მომზადებული დაბალანსებულ საკვებს 28%-ით ნაკლებად არიან მიდრეკილნი სიმსუქნისკენ.

 

რუტინა

სტაბილურობის შენარჩუნებისათვის საათობრივი დაგეგმვა მნიშვნელოვანია. კარგია როცა განსაზღვრულია ძილის, კვების, ვარჯიშის, სამუშაოს და დასვენების საათები.

კორონამპანდემიამ სრულად შეცვალა ადამიანების ცხოვრება და მათ შორის რა თქმა უნდა დღის განრიგიც. სახლში მეტი დროის გატარება, მეტი დროის დათმობა კულინარიული შედევრებისთვის, სტრესული გარემო და სხვა მრავალი ყოველდღიური რუტინის შემცველი დეტალი გახდა წონის მატების გამომწვევი მიზეზი.

ცნობილია, რომ ჭარბწონიანები კორონავირუსით დაავადების რისკ ჯგუფში არიან. გამოწვეული დაავადებების ჩამონათვალი კი საკმაოდ ვრცელია - ჰიპერტენზია, დიაბეტი, გულსისხლძარღვთა პრობლემები და ოსტეოპოროზი, კიბოს გარკვეული სახეობები, ის ძირითადი ჩამონათვალია, რომელიც თავის მხრივ დაახლოებით 240 დაავადებად იშლება. სიმსუქნის გამომწვევი მიზეზები ბევრი და კომპლექსურია, მნიშვნელოვანია კვება, ქცევა, ჰორმონები, ფიზიკური დატვირთვა, გენეტიკა, სოციალური და ეკონომიკური გარემო.

 

სიმსუქნე არაა არჩევანი, იგი ქრონიკული დაავადებაა და როგორც ნებისმიერი ქრონიკული დაავადებისას საჭიროა მიზანმიმართულად მუშაობა სპეციალისტის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. მარტივი არ არის და ადამიანებს უჭირთ სპეციალისტისთვის მიმართვა, ერთ ერთი მიზეზი არის სირცხვილის გრძნობა, სტიგმებით სავსე გარემო. მაგრამ თუკი გავიაზრებთ, რომ სიმსუქნე არის დაავადება და არა უბრალოდ ბევრი და არაჯანსაღი კალორიის მიღება ან სიზარმაცე, უფრო მარტივი გახდება პირველი ნაბიჯების გადადგმა. ინტერნეტი სავსეა დიეტებით, როგორც მოკლევადიანი ასევე გრძელვადიანი რჩევებით ცხოვრების სტილზე. მაგრამ როდესაც გამოხატული სიმსუქნეა, გაუთავებელი და თვითნებური დიეტებით ხდება როგორც ორგანიზმის გამოფიტვა ასევე მუდმივ სტრესში ყოფნა, და შედეგად დგება კვებითი აშლილობა. ამიტომ აუცილებელია სპეციალისტის დახმარება, რათა სწორად შეირჩეს მკურნალობის კურსი. 

წაკითხვა 364 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.