"გზა უკან არ არსებობს..." - ინგა გრიგოლია
ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, 5-6 ივლისს, ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს ეხმაურება და წერს, რომ ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს.
"ვინც არ იცის, რა განცდაა, როცა შენს თანამშრომლებს ასისხლიანებენ, ახალგაზრდებს, პატარებს და საყვარლებს, შვილებივით რომ გყავს და სახელმწიფო თითს არ ანძრევს მათ დასაცავად... როცა ნაცემი ოპერატორი რამდენიმე დღეში გარდაიცვლება, უყურებ, როგორ იტაცებენ ცხედარს და მერე როგორ აშავებენ ბინძური მეთოდებით.... ვინც არ იცის, რას ნიშნავს, როცა შენი გუნდი, ლამის ომში ნამყოფი, ნაცემი და გაბრაზებული, რამდენად შეურაცხყოფილია... ვინც არ იცის, რას ნიშნავს გუნდი და რას ნიშნავს ჟურნალისტური ოჯახი... ვინც არ იცის, ეს რა განცდა და ტკივილია, ის ვერასდროს გაიგებს ჩემს დღევანდელ სადარდებელს და პოზიციას. ამიტომ ნუ იწუხებთ თავს ჩემზე შეტევით)))) არც ერთი წამით არ მიფიქრია, რომ სპეცოპერაცია, რომელიც ქართულ მედიას მოუწყეს, ასე მშვიდად, ვითომ არაფერი მომხდარა, გამეტარებინა. ეს ის ამბავია, რომელსაც მხოლოდ ერთი გზა აქვს - პასუხი აგოს ყველა დამნაშავემ! ვისაც არ მოგწონთ ჩემი პოზიცია დღეს და მერჩით, როდის ვიყავი სხვანაირი? - არც არასდროს! ამიტომ ნუღა იწუხებთ თავს ჩემი დამუნათებით. ამ საქმეში, ამ რეალობაში, გზა უკან არ არსებობს. აღარ დაგვიტოვეს(((((. მადლობა ყურადღებისთვის", - წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- ღორის ხორცის წვნიანი
- ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
- "ხოშტარია რომ გყავს ლიდერი და ჩელიაბინსკში ვიღვიძებთო, რომ იძახი, რაღაც წარმოუდგენელი უბედურება გჭირს"- მამუკა მდინარაძე
- " ნუ დაუთმობთ უდიპლომობას ყველა სივრცეს და ყველა ეთერს, არ არის ეს მთავარი პოლიტიკური საკითხი - მთავარი ის არის, რომ ივანიშვილმა ბოლო დამოუკიდებელი ინსტიტუტი გააუქმა"- ნათია მეზვრიშვილი
- “ზოგს იმედი აქვს, რომ საპარლამენტო მანდატს არ შევუწყვეტთ და მაგიტომ შემოაქვს განცხადება, არცერთს თავმოყვარეობა არ აქვს” – მამუკა მდინარაძე