აშშ მოქალაქეებს ურჩევს, საქართველოში არ იმოგზაურონ
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) საქართველოსთვის მე-4 დონის სამოგზაურო ცნობა გამოსცა, რაც ნიშნავს რომ ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების ძალიან მაღალი დონეა.
განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა ბიურო ავრცელებს.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს, არ იმოგზაურონ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში აღნიშნულ ტერიტორიებზე დანაშაულის ჩადენის, სამოქალაქო არეულობისა და ნაღმების არსებობის რისკის გამო.
"რუსეთის ჯარები და მესაზღვრეები როგორც სამხრეთ ოსეთის, ასევე აფხაზეთის ოკუპაციას ახდენენ. ძნელია ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების ზუსტი განლაგების განსაზღვრა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა გამოიწვევს თქვენს დაკავებას, დაპატიმრებას და/ან დაჯარიმებას. აღნიშნულ ტერიტორიებზე ძალადობრივი თავდასხმები და კრიმინალური ინციდენტები ხდება. ნაღმები საფრთხეს უქმნის მოგზაურებს ორივე ტერიტორიის სასაზღვრო ხაზებთან ახლოს. აშშ-ის მთავრობა ვერ ახერხებს საგანგებო მომსახურების გაწევას აშშ-ის მოქალაქეებისთვის, რომლებიც მოგზაურობენ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ვინაიდან აშშ-ის მთავრობის თანამშრომლებისთვის იქ მოგზაურობა აკრძალულია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სიახლეები
- კოლუმბიაში ტერორისტულ აქტს 18 ადამიანი ემსხვერპლა
- “შიმშილის, როგორც ომის მეთოდის გამოყენება ომის დანაშაულია” - გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი
- “ერთი მხრივ ევრობიუროკრატია ცდილობს მოაწყოს არეულობა ჩვენს ქვეყანაში, გაავრცელოს სიცრუე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და მეორე მხრივ ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშებში, საქართველო ყველა მიმართულებით მოწინავე პოზიციებს იკავებს” - ნინო ფოჩხუა
- პარლამენტთან, კამერების დენის წყაროს დაზიანებისთვის ბრალდებულ არჩილ მუსელიანცს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი მეწარმე სუბიექტი ამხილა