"მოლოდინი მაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო ამ ბანდიტების გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს"- არჩილ ტატუნაშვილის მამა
გივი ტატუნაშვილი ცენტრ ემპათიას მიერ მომზადებულ სარჩელს ეხმაურება, რომელიც სტრასბურგის სასამართლოშია გადაგზავნილი და დართული აქვს ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაიტაცეს და წამებით მოკლეს.
„მოლოდინი მაქვს იმის, რომ გამოიტანს სასამართლო ამ ბანდიტების გამამტყუნებელ განაჩენს. დღეს იქნება თუ ხვალ იქნება, დაისჯებიან და კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს. ხელი არ მიუწვდება ქართულ მხარეს იმათთან. კი წითელი ცირკულარით იძებნებიან, მაგრამ რა ვიცი. დასჯილები იქნებიან, რა თქმა უნდა, თუ ხელში ჩაუცვივდათ ინტერპოლის წევრ ქვეყნებს, რა თქმა უნდა, იქნებიან დასჯილები, თუ არადა აზრი არ აქვს არაფერს,“ - განაცხადა გიგი ტატუნაშვილმა რ2-თან.
ცენტრ ემპათიას მიერ მომზადებული სარჩელის განხილვას სტრასბურგის სასამართლო დაჩქარებული წესით დაიწყებს.
ცენტრმა „ემპათიამ“ სარჩელი „არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ 2018 წლის 22 აგვისტოს გააგზავნა.
სარჩელთან ერთად, სტრასბურგში გაიგზავნა ცენტრის მიერ მომზადებული 87-გვერდიანი კომპლექსურ-კომისიური დასკვნა, სადაც წერია, რომ 34 წლის არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში წამებით მოკლეს.
კომპლექსურ-კომისიურ ექსპერტიზაში ჩაიწერა, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცხინვაალშიპატიმრობისას სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით აწამეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.
გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლოში უკვე შესულია სახელმწიფოთაშორისი სარჩელი, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის საქმესაც მოიცავს.
სიახლეები
- "საქართველოში 2024 წელს დაფიქსირდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, 9.4 პროცენტი, 2025-2026 წლებში მოსალოდნელია ზრდის შენელება" - ევროკომისიის ანგარიში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 მაისისთვის
- " პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი"
- "თვითონ ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე, თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები" - ცოტნე ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილზე
- "ეს არის შეხსენება ყველასთვის, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია"