"სიმართლე მწარეა" - რას პროგნოზირებს გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
პროფესორი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ საქართველოში კიდევ უფრო მასშტაბური ეპიდაფეთქებაა მოსალოდნელი.
ფხაკაძე საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისა და ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
"სიმართლე მწარე არის.
ქალბატონ მინისტრს ვეთანხმები.
დიახ, აფეთქება იქნება კიდევ უფრო დიდი.
ერთი კორექტირება, სანამ არ შევაჩერებთ ყველა სათანადო ზომებით ამ ვერაგ ვირუსს ის გააგრძელებს თავის ვერაგ საქმეს.
როდის იქნება "პიკი?!"- არის 2 გზა:
ლოკდაუნის შემოღება - ჩაკეტვის შემოღებიდან პიკი იქნება 2 კვირაში!
საქართველოს ინოვაციური მიდგომა ანუ, ახლა რაც არის, მოსახლეობის 60% ინფიცირება + 20% აცრა =80% საზოგადოებრივი იმუნიტეტი - ამ 80% ალბათ "მივაღწევთ" 4-5 კვირაში!
იქნებ ვიფიქროთ და ევროპული გზა ავირჩიოთ?!
პირბადე, დისტანცია, ვაქცინაცია.
QR მწვანე კოდის დანერგვა (გადმოვიღოთ ფრანგული მეთოდით, არაფერი "ჩვენებური" არ გვინდა რა)", - წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე გიორგი გახარიასთვის შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა
- გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავეს
- "რაც ამ ქალს აქვს ნაკადრები, გინდა პირად ცხოვრებაში და გინდა თავის ვითომ ჟურნალისტურ საქმიანობაში, არ უკადრია არავის დედამიწაზე" - გიორგი გამსახურდია ელისო კილაძეზე
- კარბონარა
- იმერეთსა და სხვა რეგიონებში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა
