ისტორიამ არაფერი გასწავლა? შენ დღეს დააკანონე ძალადობა! - ვის მიმართავს ინგა გრიგოლია
ეს განცდა უკვე დიდი ხანია მაქვს, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება არის ძალიან საშიში, განსაკუთრებით კტირიკული ადამიანებისთვის, განსაკუთრებით კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის - ამის შესახებ ინგა გრიგოლიამ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე ძალადობაში ბრალდებულების განაჩენის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, მოსამართლემ დღეს ძალადობა დააკანონა.
"მე მქონდა ეს მოლოდინი, რომ დღეს ამათ გამოუშვებდნენ, იმიტომ რომ 5 ივლისის მერე ზუსტად ვიცოდი, რომ მოძალადე ხელისუფლება ციხეში არჩევნების წინ არ ჩატოვებდა ვახო სანაიაზე თავდამსხმელებს და დღეს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაუშვა სიგნალი, რომ სადაც ნახავთ ჩემს მაკრიტიკებელ მედიას სცემეთ და დაესხით თავს, ჩაქოლეთ, თქვენი თავისუფლება იქნება გარანტირებული. მე უკვე რეაქცია არაფერზე აღარ მაქვს, იმის გარდა, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება არის საშიში.
დღეს პირველად მეჭირა პლაკატი ხელში, სულ მეგონა რომ ჩემი საქმე უნდა მეკეთებინა სტუდიიდან და 5 ივლისის მერე საპროტესტო აქციებზე აღმოვჩნდი და დღეს პლაკატით ვიდექი და მონას ვეძახი, იმიტომ რომ არიან მართლა მონები, მოსამართლეს მინდა მივმართო - ისტორიამ არაფერი გასწავლა? შენ ხომ იცი, რომ არც თუ ისე შორეულ მომავალში მოგიწევს პასუხი აგო დღევანდელ გადაწყვეტილებაზე, იმიტომ რომ შენ დღეს დააკანონე ძალადობა, აუცილებლად მოგიწევს პასუხისმგებლობა, ჩვენ კი ჟურნალისტებს დღევანდელი დღის შემდეგ მძიმე დღეები გველოდება" - განაცხადა გიროგლიამ.
სიახლეები
- ,,პროდუქტებზე მაღალი ფასნამატია, უნდა დაიწყოს გამოძიება, შეიქმნას საგამოძიებო კომისია"- ირაკლი კობახიძე
- მოსკოვში აფეთქების შედეგად პოლიციელები დაიღუპნენ
- ,,გაფახზულის სესიაზე სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას"- შალვა პაპუაშვილი
- ანკარაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
