ირინა ენუქიძე დღეს გიული ალასანიას გვერდით იდგებოდა - მაია ასათიანი
ჟურნალისტ მაია ასათიანის თქმით, დღეს რომ სანდრო გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე ცოცხალი იყოს, ის გიული ალასანიას გვერდით იქნებოდა.
მისი თქმით, არცერთ შვილმკვდარ დედას არ სურს სხვა ქალი იხილოს შვილის კუბოსთან.
“მოვდიოდი და მახსენდებოდა ირინა ენუქიძე. ეს იყო ძალიან ღირსეული, შვილმკვდარი ქალი, დიახ, ქალი, რომელსაც შვილი მოუკლეს. ირინა ენუქიძე ახლა ცოცხალი რომ ყოფილიყო... ჩვენ, შვილმკვდარ ქალებს, არც ერთს არ გვინდა, რომ სხვა ქალი ვიხილოთ საკუთარი შვილის კუბოსთან! ირინა ენუქიძე დღეს იდგებოდა გიული ალასანიას გვერდით, მე ამისი მჯერა. კბილი კბილის წილ და სისხლი სისხლის წილ ჩვენ გვაქცევს ველურ ტომად და არა საზოგადოებად. ეს მინდა ვუთხრა ქალებს, რომლებიც შურისძიების ძახილით არიან გარეთ. რით განსხვავდებით მკვლელებისგან.
ქალს შვილს უკლავენ. რა კადრები ვნახეთ ჩვენ? საბჭოთა მთავრობა გამახსენდა, რომელიც 9 აპრილამდე მოშიმშილე სტუდენტებზე ზუსტად იგივე ცნობებს ავრცელებდა, ისინი იქ იკვებებიან, ქეიფებს მართავენ და კარგად არიან. მაშინ საზოგადოება არ გაჩუმდა... იგივე სცენარია ახლაც. რუსული სცენარია ეს. რა კადრები ვნახეთ ჩვენ.
ვისაც სიცოცხლეში უნახავს სააკაშვილი იცის, როგორი აქტიურია ის. ახლა რა კადრები ვნახეთ ჩვენ, ის არის დაუძლურებული, გამხდარი, მხრებჩამოყრილი და პაწაწუნა კოვზით რაღაცას იდებს პირში“ - ამბობს მაია ასათიანი.
სიახლეები
- " პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი"
- "თვითონ ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე, თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები" - ცოტნე ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილზე
- "ეს არის შეხსენება ყველასთვის, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია"
- "მიზანმიმართული ბრძოლა მიდის ოჯახის წინააღმდეგ" - მეუფე შიო
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვემზადებით შესაძლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვისაც"