ქუთაისი-ნურ-სულთანის რეისით საქართველოს სამი მოქალაქე დაბრუნდა
ყაზახეთიდან, ქუთაისი-ნურ-სულთანის რეისით საქართველოს სამი მოქალაქე დაბრუნდა. როგორც საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე აცხადებს, ყაზახეთში განვითარებული რთული პოლიტიკური ვითარების გამო, მთლიანად ქვეყანაში დაკეტილია მაღაზიები და გათიშულია ინტერნეტკავშირი.
„ვიყავი დედაქალაქსა და ყარაგანდაში. არ მუშაობს ინტერნეტი და ყველაფერი დაკეტილია. მთელ რესპუბლიკაში გათიშულია ინტერნეტი და ბოლო ორი დღეა ოთხი საათი მიეწოდებათ“, - აცხადებს საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის ხელისუფლებამ 4 იანვარს თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ განაცხადა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. ამის მიუხედავად ქვეყანაში საპროტესტო აქციები არ შეჩერებულა.
სიახლეები
- "ერთნაირი მეთოდებით გვებრძოდნენ: ზვიად გამსახურდია ფიზიკურად გაანადგურეს, მე მომწამლეს" - მიხეილ სააკაშვილი
- "ადამიანებმა თავიანთი სიცოცხლე გასცეს დამოუკიდებლობისთვის და ჩვენ ამას გავაგრძელებთ" - სალომე ზურაბიშვილი
- “პატრიარქის არჩევნები ეკლესიის შიდა საქმეა და ჩარევა არავინ არ უნდა სცადოს...” - სანდრო თვალჭრელიძე
- "ეს ძალიან სწრაფად დასრულდება, თუ იმას გააკეთებენ, რაც უნდა გააკეთონ - ჩემი ნება რომ იყოს, ნავთობს ავიღებდი, დავიტოვებდი და ბევრ ფულს ვიშოვიდით"
- საქართველოში შესაძლოა ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა დაინერგოს
