დადიანების სასახლის ეზოდან ბრინჯაოს სკულპტურა მოიპარეს
ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოდან ბრინჯაოს სკულპტურა მოიპარეს.
მუზეუმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დილით, შემოვლის დროს თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ქანდაკება ადგილზე არ იდგა და სამართალდამცველებს მიმართეს.
პოლიციამ შემთხვევის ადგილზე ექსპერტიზა დაასრულა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
„დღეს, დაახლოებით ცხრიდან ათ საათამდე მუზეუმის დაცვის პოლიციამ სტანდარტული შემოვლისას შეამჩნია, რომ ქანდაკება იყო გამქრალი, პედესტალი – წაქცეული. მუზეუმის ადმინისტრაციამ 112-ში დარეკა. სამართალდამცველები მაშინვე ჩაერთნენ საქმეში. რაც შეეხება ქანდაკების დაზიანებას, ადრე მოხდა მსგავსი რამ, ქანდაკებას მოტეხილი ჰქონდა ხელი და თავი. ქანდაკება არის ბრინჯაოს მხედარი ქალი – „კოლხიშ ნანა“, რომლის ავტორი გახლდათ მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქია“, – განაცხადა დადიანების მუზეუმის კანცელარიის უფროსმა, ნანა ხუბუამ.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
