„საზოგადოებას არ აქვს არჩევანი დაზღვევის კუთხით“ -“ფაბრიკაში“ კვლევის „საზოგადოების აქტიური ჩართულობა ჯანდაცვის პოლიტიკაში“- პრეზენტაცია გაიმართა
20 დეკემბერს, “ფაბრიკაში“ კვლევის - „საზოგადოების აქტიური ჩართულობა ჯანდაცვის პოლიტიკაში“- პრეზენტაცია გაიმართა.
აღნიშნულ კვლევას ორგანიზაცია „გაერთიანება ჯანმრთელობისა და განათლებისთვის“ (Unite for Healthcare and Education (U4HcE) ატარებდა.
კვლევის ობიექტი ორი კლინიკა იყო სხვადასხვა ქალაქში (რეგიონში), კერძოდ თბილისსა და ქუთაისში. პირველი მათგანი „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“-ს ქსელს მიეკუთვნება, ხოლო მეორე - „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკების ქსელს.
კვლევის დასაწყისში დასმული იყო შემდეგი პასუხგასაცემი კითხვები: რა მიდგომა და ხედვა გააჩნია კლინიკის ხელმძღვანელობას, სამედიცინო პერსონალსა და პაციენტებს ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართ? როგორია ჯანდაცვის სერვისის ხარისხი პაციენტებისთვის? როგორია ინფორმირებულობის დონე? რამდენად აქტიურები არიან ჯანდაცვის სისტემაში ჩართული მხარეები და ა.შ.
„ჩვენი კვლევა თბილისისა და ქუთაისის მასშტაბით ჩატარდა. სულ 40 რესპონდენტი გვყავდა. რეგიონის მიხედვით ვიკვლევდით, თუ რამდენად ჩართულია საზოგადოება ჯანდაცვის პოლიტიკაში.
ჩვენი პროექტი 8 თვის მანძილზე გაგრძელდა და ძალიან საინტერესო შედეგები მივიღეთ. საზოგადოებაში ინფორმირებულობის დონე 60%. საზოგადოება ჯანდაცვის ხარისხით კმაყოფილია. არც ფინანსური მიმართულებით არ აფასებს უარყოფითად.
თუმცა გამოიკვეთა პრობლემები, საზოგადოებას ხანდახან არ აქვს არჩევანი დაზღვევის კუთხით. პრობლემაა პაციენტებში. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ფასების გამო ნაკლებია.
ამ და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად ეს კვლევები გადაეცემა არასამთავრობო და საჯარო სექტორს, ჯანდაცვის სამინისტროს, სადაზღვეო კომპანიებს. გვსურს, რომ ჩვენი კვლევის შედეგად მიღებული შედეგები იყოს საჯარო და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გამოთქვას თავისი აზრი.“ - განაცხადა Firstnews.ge-თან საუბარში ორგანიზაციის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა თიკა თარაშვილმა.
კვლევის ძირითადი მიზნიდან გამომდინარე, საზოგადოების აქტიური ჩართულობის შესწავლისას, არსებულ შერჩევათა მიხედვით, ყურადღება გამახვილდა ინფორმირებულობის საკითხზე.
„ინფორმაცია შეგროვდა პირდაპირი ინტერვიუს მეთოდის საშუალებით. შერჩევაში მონაწილეობდა 4-4 ადმინისტრაციის წარმომადგენელი, 6-6 სამედიცინო პერსონალი (ექიმები და მედდები) და 10-10 პაციენტი, მათ შორის 8 ადგილზე მყოფი სხვადასხვა სამედიცინო დეპარტამენტიდან და 2 უკვე გაწერილი პაციენტი (40 რესპოდენტი). გამოკითხვისას თითოეული შერჩეული ჯგუფისთვის გამოიყენებოდა სამი განსხვავებული კითხვარი (1. ექიმებისა და მედდებისთვის; 2. ადმინისტრაციისთვის; 3. პაციენტებისთვის). სტატისტიკური დასკვნების მნიშვნელოვანი ნაწილი სანდო აღმოჩნდა და ამდენად, მათი განზოგადება შესაძლებელია.“- აღნიშნა Firstnews.ge-თან საუბარში კვლევის პროექტის კოორდინატორმა ივლიტა გოგუამ.
კვლევის შედეგად ჩანს, რომ საზოგადოების ნაწილი, კერძოდ, პაციენტები, ორივე კლინიკის მონაცემების ანალიზის საფუძველზე, ზოგადად ინფორმირებულები არიან საშუალოზე მეტად 0,681 (სტანდარტული გადახრა): სრულიად ინფორმირებულია გამოკითხულთა 50%, ნაწილობრივ 40%, ხოლო არაინფორმირებულია 10%. პაციენტებისთვის 80%-იანი სიხშირის ალბათობით ინფორმაციის წყარო სამედიცინო დაფინანსების საკითხებთან დაკავშირებით არიან უშუალოდ სამედიცინო პერსონალი, კონკრეტული სამედიცინო მომსახურეობის მიწოდების ადგილას. ხელმძღვანელების 87,5% აქტიურად არის ჩართული ცვლილებების და თანამშრომლობის კუთხით ჯანდაცვის კანონმდებლობის მიმართულებით (კითხვა 16-ის მიხედვით).
ასევე გამოვლინდა, რომ შემთხვევით შერჩული რესპონდენტებიდან 88% კომუნიკაციისთვის მზად არის, შეუძლია საკუთარი აზრის დაფიქსირება ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის, დაზღვევის, სამედიცინო სერვისების ხარისხისა და ფასების ცვლილების, ინფორმირებულობის და კმაყოფილების თვალსაზრისით.
ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემა ძირითადი მიმართულებებით ისე ვითარდება, რომ მნიშვნელოვანი ხარვეზები არ შეიმჩნევა. აქვე აღსანიშნავია, რომ საზოგადოების აქტიური ჩართვის მხრივ რეზერვები საკმაოა.
კვლევის -„საზოგადოების აქტიური ჩართულობა ჯანდაცვის პოლიტიკაში“ ავტორები არიან ორგანიზაციის „გაერთიანება ჯანმრთელობისა და განათლებისთვის“ დირექტორი თიკა თარაშვილი და ასოცირებუი პროფესორი ნინო მიქიაშვილი.
ავტორი: ნინო ოთარაშვილი
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი