დღეს ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს გასაბჭოებიდან 101 წელი შესრულდა
დღეს, 25 თებერვალს 101 წელი შესრულდა ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს გასაბჭოებიდან.
საბჭოთა ოკუპაციის დღის გამო, საქართველოს სახელმწიფო დროშები დაუშვეს პარლამენტის, მთავრობის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობებსა და სხვა ადმინისტრაციულ დაწესებულებებზე. ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად დროშები დაშვებულია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზეც.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები დაეშვა ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობებზე.
საქართველოს პარლამენტმა 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოაცხადა 2010 წლის 21 ივლისს მიღებული დადგენილებით.
1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში შემოიჭრა და პირველი რესპუბლიკის მთავრობა დაამხო. საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას სასტიკი რეპრესიები, ათასობით ადამიანის დახვრეტა და განადგურება მოჰყვა. 25 თებერვალს დაწყებული, საბჭოთა ოკუპაცია სამოცდაათ წელს გაგრძელდა. საქართველოს დამოუკიდებლობა მარტივად არ დაუთმია – ოკუპაციას წინ 5-კვირიანი სამხედრო წინააღმდეგობა და თავგანწირული ბრძოლა უძღოდა. თუმცა, თებერვლის შემდეგ, ქართული ჯარი მარტის შუა რიცხვებამდეც კი იბრძოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. თბილისის დატოვების შემდეგ, ქართულ ჯარს წითელ არმიასთან რამდენიმე შეტაკება ჰქონდა მცხეთასთან, გორთან, ოსიაურში, სურამის უღელტეხილზე. მთავრობა ბათუმში გადავიდა. მიუხედავად უკიდურესად რთული მდგომარეობისა, მას კაპიტულაცია მაშინვე არ გამოუცხადებია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჯერ კიდევ დამოუკიდებელი რესპუბლიკის მესვეურებმა “წითელ” მტერთან გაჩაღებული ბრძოლის დროს მაინც შეძლეს და 1921 წლის 21 თებერვალს მიიღეს საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის სანიმუშო სახელმწიფო დოკუმენტად შეიძლება, ჩაითვალოს.
სიახლეები
- 2026 წლის იანვარი ამ 3 ზოდიაქოს ნიშნისთვის წლის საუკეთესო თვე გახდება
- "ბაჩო ახალაია დუმილის უფლებას იყენებს, რაც მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა" - გია ვოლსკი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "როგორც ჩანს, ჩერგოლეიშვილი ჩვენ წინააღმდეგ მიცემული ჩვენებით ლადო ბედუკაძესაც გაუსწრებს" - ანი ნადარეიშვილი
- "რუსეთი ახალი ზებგერითი ბალისტიკური რაკეტების განლაგებას ბელარუსში, ყოფილ ავიაბაზაზე გეგმავს" - „როიტერი“
