დღეს ქუთაისში აფხაზეთის ომის მონაწილე ჟურნალისტებთან შეხვედრა გაიმართა

დღეს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აფხაზეთის ომის მონაწილე ჟურნალისტებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ ნინო ძოწენიძე - მაშინდელი საქართველოს ტელევიზიის პირველი და მეორე არხების კორესპოდენტი დასავლეთ საქართველოში, ლია ხარაბაძე - აფხაზეთის ომის მოხალისე, მაშინდელი გაზეთ „ქუთაისის“ შტატგარეშე კორესპოდენტი. წიგნის „ომის დღიურები“ ავტორი.

 

აღნიშნულ შეხვედრაზე მოწვეულმა ჟურნალისებმა ისაუბრეს, თუ როგორ აშუქებდნენ აფხაზეთის ომს, ასევე, ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებაზე, ემოციებზე,   გმირობაზე, შიშზე, ომის საშინელებაზე, ადამიანურ ტრაგედიებზე.

 

შეხვედრას ასევე, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

 

ლია ხარაბაძემ და ნინო ძოწენიძემ ომის პერიოდი გაიხსენეს, ასევე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ სამწუხარო რეალობაა, რომ ომი 21-ე საუკუნეშიც მიმდინარეობს.


,,უმძიმესი წლები იყო.  ეს ფაქტობრივად ფრონტზე ცხოვრება იყო. დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდით. ცხელ წერტილებში ხშირად ვყოფილვართ. ბევრი ჩვენი კოლეგა სიკვდილს ძლივს გადაურჩა. განსაკუთრებით მინდა დიანა ციბაძე გავიხსენო, რომელიც უძლიერესი ომის ჟურნალისტი იყო. მინდა მის ხსოვნას პატივი მივაგო,"- აცხადებს Firstnews.ge - თან საუბარში მაშინდელი პირველი და მეორე არხების კორესპოდენტი ნინო ძოწენიძე.

 

რთული დღეები გაიხსენა გაზეთ ,,ქუთაისის" მაშინდელმა შტატგარეშე კორესპოდენტმა ლია ხარაბაძემ.

„უბრალოდ არ ვიცოდით რა გაგვეკეთებინა, მაინც ვახერხებდით ჩვენი საქმის კეთებას. ხშირად ყოფილა როცა დავუბომბივართ, მეც ბიჭებთან ერთად გავვარდნილვარ. ხელში იარაღის დაჭერაც არ ვიცოდი, მაგრამ ალბათ, ომის დაუწერელი კანონია, რომ გარბიხარ იქ, სადაც თვლი, რომ შენი ყოფნა საჭიროა. დღეს ომის ჟურნალისტებს ბევრად მეტი ინფორმაცია აქვთ როგორ გააშუქონ საომარი ვითარება. 

ვფიქრობ, ეს ტრაგედია რაც უკრაინაში ხდება არასდროს არ უნდა განმეორდეს. მივესალმები ყველა იმ ადამიანს, ვინც უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობას ნებისმიერი ფორმით გამოხატავს,"- აღნიშნა ჩვენთან საუბარში ლია ხარაბაძე.


შეგახსენებთ, რომ შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით, ,,მარტი -ქალთა თვის" ფარგლებში შედგა.

 

277477586 543453620455606 7186530934296567516 n66

წაკითხვა 565 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 31 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.