"შავი ზღვის აუზის დაცვა ერთობლივი ძალისხმევით" - პროექტის ფარგლებში მრგვალი მაგიდის შეხვედრები გაიმართა
მიმდინარე წლის 2-3 მაისს პროექტის „შავი ზღვის აუზის გარემოს დაცვა ერთობლივი ძალისხმევით” ფარგლებში ქუთაისში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემებზე „ნარჩენების მართვა საქართველოში: არსებული მდგომარეობა და გამოწვევები“ და „ მდინარეების მონიტორინგი და არსებული მდგომარეობა“.
მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ: პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები რუმინეთიდან, მოლდოვიდან და სომხეთიდან, იმერეთის რეგიონი ადგილობრივი თვიმმართველობების, არასამთავრობო სექტორის, ქუთაისში მოქმედი უნივერსიტეტების, მასმედიისა და საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენლები.
ორივე დღეს მრგვალი მაგიდის თემატიკებზე მოხსენებებით წარდგნენ მოწვეული გარემოს დაცვის ექსპერტები, უნივერსიტეტის პროფესორები, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პროექტის შესახებ უფრო ვრცლად FirstNews.ge-ს თამარ მოსეშვილი - იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის სპექტრის გამგეობის თავმჯდომარე და პროექტის მენეჯერი საქართველოში, - ესაუბრა:
"პროექტი „შავი ზღვის აუზის გარემოს დაცვა ერთობლივი ძალისხმევით” ხორციელდება ევროკავშირის შავი ზღვის აუზის პროგრამის 2014-2020 ფარგლებში. პროექტის განხორციელება დაიწყო 2020 წლის 1 ივნისს და დასრულდება მიმდინარე წლის 30 სექტემბერს.
პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს შავი ზღვის აუზის ქვეყნებში გარემოს ხარისხის გაუმჯობესებას, მდინარეებისა და ზღვების დაბინძურების შემცირებას ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვითა და მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების საშუალებით. ასევე, ხელი შეუწყოს მდინარეებისა და შავი ზღვის წყლის დაბინძურების შემცირებას საზოგადოების სხვადასხვა ფენების გარემოსდაცვითი განათლების და ცნობიერების ამაღლების, ერთობლივი გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელებისა და ახალი ინოვაციური მიდგომების დანერგვით.
პროექტი ითვალისწინებს რუმინეთში, საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში სამიზნე ჯგუფებისათვის - სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო სექტორის, სასწავლო დაწესებულებების და სამეცნიერო ცენტრების წარმომადგენლებისათვის სასწავლო სემინარების, ტრენინგ-კურსების ჩატარებას, მრგვალი მაგიდის, ერთობლივი დასუფთავების აქციების მოწყობას და პროექტის მონაწილე ქვეყნებში ერთიანი გარემოსდაცვითი პლატფორმის შექმნას ქვეყნებს შორის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისა და ნარჩენების მართვის სფეროში ინოვაციური მიდგომების დანერგვის მიზნით.
პროექტს ახორციელებს რუმინეთის, მოლდავეთის, საქართველოსა და სომხეთის 5 არასამთავრობო ორგანიზაცია:
1. ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ასოციაცია „ ქვემო დუნაის ევრორეგიონი“ (ACTEDJ) (რუმინეთი-ლიდერი პარტნიორი);
2. ასოციაცია „პრონატურა - გალათი“ (PRONATURA) (რუმინეთი);
3. „ურბანული ფონდი მდგრადი განვითარებისათვის“ (UFSD) (სომხეთი);
4. იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“ (SPECTRI) (საქართველო);
5. „საზღვრისპირა თანამშრომლობისა და ევროინტეგრაციის სააგენტო“ (ACTIE) (მოლდოვა).
პროექტის ფარგლებში დასახული ღონისძიებები ხორციელდება პარტნიორი ქვეყნების ქალაქებში: გალათი (რუმინეთი), ერევანი (სომხეთი), ქუთაისი (საქართველო), გაჰული (მოლდოვა) და შავი ზღვის აუზის შემდეგ მდინარებსა და ტბებზე: დუნაი (რუმინეთი), რიონი (საქართველო), სევანის ტბა (სომხეთი), ტბა ბელეუ (მოლდავეთი) და მდინარე სირეტი (რუმინეთი).
დღეს, ყველა ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ქუთაისში არიან ჩამოსულები. ეს მრგვალი მაგიდა ჩვენი ადგილობრივი თვითმმართველობის, საზოგადოების სხვადასხვა ფენებისა და გარემოს დაცვითი ექსპერტების მონაწილეობით იმართება ისეთ საჭირბოროტო საკითხზე, როგორიცაა მდინარეებისა და შავი ზღვის აუზის წყლების დაცვა დაბინძურებისაგან. ეს არის პროექტის მონაწილე ყველა ქვეყნისათვის გლობალური პრობლემა.
ძალიან მნიშვნელოვანია პროექტი იმით, რომ ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს მთელი რიგი გარემოსდაცვითი პრობლემების საზოგადოების ჩართულობით გადაწყვეტა. ამისათვის პროექტში დაგეგმილი არის ყველა ქვეყანაში ერთობლივი დასუფთავების აქციების ჩატარება ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებისა და საზოგადოების სხვადასხვა ფენების ჩართულობით.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა პატრულირების ჯგუფი, რომლებიც რეგულარულად ახდენენ მდინარე რიონის აუზის სანაპირო ზოლის პატრულირებას არალეგალური ნაგავსაყრელების აღმოჩენის მიზნით. ისინი ახდენენ ფოტოგრაფირებას ლოკაციის მითითებით და აღნიშნულის შესახებ ამცნობენ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს - როგორც ადგილობრივ თვითმმართველობას," - განაცხადა თამარ მოსეშვილმა.
პროექტის "შავი ზღვის აუზის გარემოს დაცვა ერთობლივი ძალისხმევით" შესახებ საუბრობს პროექტის მენეჯერი ადრიან ბუტა - ლიდერი პარტნიორი ორგანიზაციის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ასოციაცია „ ქვემო დუნაის ევრორეგიონი“ ACTEDJ (ქ. გალაცი, რუმინეთი) წარმომადგენელი.
„მე რუმინეთიდან, ქალაქ გალაციდან ვარ. დღეს პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები მოლდოვადან და სომხეთიდან ქუთაისში ვართ შეკრებილი და ვმონაწილეობთ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის „იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრის“ მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის მუშაობაში.
პროექტი მნიშვნელოვან გარემოსდაცვით პრობლემას - მდინარეების ნარჩენებით დაბინძურებას ეხება. ამ გლობალური საკითხის გადაჭრისათვის აუცილებელია საზოგადოების სხვადასხვა ფენების აქტიური მონაწილეობა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებში ერთობლივი გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარება. ამ მიზნით პარტნიორ ქვეყნებში იგეგმება ერთობლივი აქტივობები .
მე პირველად ვარ საქართველოში და მოხიბლული ვარ თქვენი ქვეყნითა და სტუმართმოყვარეობით," - ამბობს ადრიან ბუტა.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო