''ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიის კუთხით ერთგვარი ინერტულობა და სტაგნაცია შეიმჩნევა, არ გვეყო ენერგია, რომ მუხტი შეგვენარჩუნებინა''

არ გვეყო ენერგია, რომ ის მუხტი შეგვენარჩუნებინა, რომელიც ვაქცინაციის ხელშესაწყობად ადრე იყო, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რას აკეთებს თავად სახელმწიფო ვაქცინაციის პროცესის წახალისებისთვის და ხომ არ მოდუნდა საზოგადოებასთან ერთად მთავრობაც.

ცერცვაძის თქმით, ვაქცინაციის გააქტიურებისთვის საინფორმაციო კამპანიის კუთხით „ერთგვარი ინერტულობა შეიმჩნევა“.

 

„ერთგვარი ინერტულობა მართლაც შეიმჩნევა. არ გვეყო ენერგია, რომ ის მუხტი შეგვენარჩუნებინა, რომელიც ადრე იყო ვაქცინაციაზე, თუმცა იმანაც მხოლოდ ნაწილობრივი შედეგი გამოიღო - მესამედია ვაქცინირებული. ვაქცინაციის მუხტი როგორმე უნდა ავწიოთ, განვაახლოთ ყველა საშუალებებით, იქნება ეს კომუნიკაციები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, იქნება ეს კარდაკარ სიარული, „ფლაერების“ დარიგება. როგორმე მოსახლეობა უნდა დავარწმუნოთ, რომ მათ ვაქცინა გაიკეთონ. პროცესის გარკვეული სტაგნაცია შეიმჩნევა.

ძნელი სათქმელია, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა. სახელმწიფოს, რაც შეუძლია აკეთებს. ვაქცინა შემოტანილია საკმარისი რაოდენობით, დღეისთვის საუკეთესო, ვაქცინაციის პუნქტები არის საჭიროზე მეტი გახსნილი, ძალიან იოლად ხელმისაწვდომია, არავითარი ბარიერები არ არის“, - განაცხადა ცერცვაძემ.

 

მან  ასევე ყირიმ-კონგოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინფექციით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

 

ცერცვაძის თქმით, საქართველოში მიმდინარე წელს, ყირიმ-კონგოს 44 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 3 პაციენტი გარდაიცვალა.

წაკითხვა 251 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 05 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.