როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
ხვალ დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
„22 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში თოვლის სახით. დასავლეთ საქართველოში 23 იანვრიდან 26 იანვრის ჩათვლით უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით იქნება 8-13 გრადუსი სითბო, ღამით 1-6 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში 23-24 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25-26 იანვარს შესაძლებელია მცირე ნალექი, ზოგან -ნისლიც, ჰაერის ტემპერატურა იქნება ღამით -5; 0 გრადუსი, დღისით 4-9 გრადუსი სითბო“, - განაცხადა გვაზავამ.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 22-23 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 24-25 იანვარს უმეტესად უნალექო, ჰაერის ტემპერატურა იქნება დღისით 7-9 გრადუსი სითბო, ღამით -1 +1.
სიახლეები
- "მსურს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ" - დიმიტრი მედვედევი
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ვერცხლის სავსემთვარე და სატურნის ახალი ციკლის დაწყება - როგორი იქნება თებერლის თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
- იმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი
- პირველი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
