თბილისში უბედური შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა
თბილისში საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ქეთევან წამებულის გამზირზე მოხდა და ამ დროისთვის ზუსტდება, ადგილი ჰქონდა გაზის გაჟონვას თუ ადამიანების გარდაცვალება C0-თი ინტოქსიკაციამ გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საავარიო სამსახური, სამაშველო ბრიგადები და სამართლადამცავები არიან მობილიზებულნი. ადგილზე იმყოფება ისნის გამგებელიც.
