"წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის" ღონისძიებაზე "ლაზიერი" დაჯილდოვდა
"წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციამ" იმერეთში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები დააჯილდოვა. ღონისძიება ქუთაისში რესტორან "ამირანში" გაიმართა. წარმატებული ბიზნესის ასოციაცია ქართულ ბიზნესს აერთიანებს და მათ განვითარებაში ეხმარება. ბიზნეს ასოციაციის ჯილდო თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენელმა მიიღოო. ღონისძიებაზე შედგა ფასდაკლების ბარათების პრეზენტაციაც, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს სხვადასხვა პროდუქციის შეძენისას დაზოგონ მეტი და გადაიხადონ ნაკლები.
"წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის" ღონისძიებაზე ასევე, დაჯილდოვდა ქუთაისში არსებული საცხობ-საკონდიტრო "ლაზიერი. კომპანიის დამფუძნებელმა თამარ კვაშილავამ FirstNews.ge-თან "ლაზიერის შესახებ ისაუბრა:
"დიდი მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს, ასეთი მნიშვნელოვანი ჯილდოსთვის. ჩვენთვის ეს ჯილდო უფრო მეტ მოტივაციას ნიშნავს.
სახელი "ლაზიერი" ვფიქრობ, ეს არის ძალა, სტატუსი, გამბედაობა, პასუხისმგებლობა. ეს არის ის, რაც ბიზნესს სჭირდება, ვფიქრობ, ძლიერი ფიგურა წარმატებულია ბიზნესშიც, თამაშშიც და ცხოვრებაშიც. ვარ გურმანი და ასევე, თავადაც ვამზადებ გემრიელობებს, რის გამოც ხშირად ვიღებ შექებას. იდეის ერთ-ერთი ნაწილი დღესდღეობით ჩემი ბიზნესია. პანდემიის პერიოდმა დააჩქარა ჩემი იდეების განხორციელება, თუმცა არაერთხელ შევიტანე ცვლილება ბიზნესის განვითარების პროცესში, იყო ბევრი გამოწვევა და სირთულეები, მაგრამ შევძელი დაწყებული საქმიანობა უფრო განმევრცო.
"ლაზიერში" შედგა პროფესიონალი გუნდი, რომელიც ჩემი იდეების განხორციელებას ამართლებს. მათ დიდ პატივს ვცემ და მსურს ჩემს ტემპს გაუძლონ. ხშირად ვიღებთ ქველმოქმედებაშიც მონაწილეობას და ვცდილობთ ეს ტრადიციად დავამკვიდროთ და უფრო მასშტაბურად განვავრცოთ. მადლობა მინდა მოვუხადო ჩემს ყოველ მომხმარებელს და ამ პატარა ქალაქს, რომელმაც დიდი სიყვარულით მიიღო ჩვენის საქმიანობა,"- განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა თამარ კვაშილავამ.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო