„ჩვენთვის ყველაფერი მარტივია“ - რა პრობლემებს მოგიგვარებთ კომპანია „სანტექ.სერვისი“
სახლის მფლობელთა უმეტესობას, გასაგები მიზეზების გამო, არასდროს უფიქრია, რომ ერთ მშვენიერ დღეს, მათ სახლში წყლის რომელიმე მილი შეიძლება დაზიანდეს. მსგავს სიტუაციაში სპეციალისტი უნდა გამოვიძახოთ.
„სანტექ.სერვისი“ არის კომპანია, რომელიც სწრაფად [24/7] და ხარისხიანად მოგიგვარებთ პრობლემას – კომპანია საიმედო სანტექნიკურ და საკანალიზაციო მომსახურებას გთავაზობთ, საკუთარი პროფესიონალი გუნდითა და ტექნიკით.
„სანტექ.სერვისი“ 2012 წლიდან ეხმარება ადამიანებს მნიშვნელოვანი პრობლემების დროულად მოგვარებაში. კომპანია დღეს უკვე ფარავს ქვეყნის სამ უდიდეს რეგიონს.
კომპანიას მნიშვნელოვანი უპირატესობები აქვს. ესენია: პროფესიონალი გუნდი, ოპერატიული 24 საათიანი მომსახურება და საკუთარი სპეც.ტექნიკა და სპეც. აპარატურა.
კომპანიის საქმიანობაზე, სერვისებსა და სამომავლო გეგმებზე Firstnews.ge-ს ქუთაისის ფილიალის მენეჯერი მამუკა ხიტირი ესაუბრა:
- კომპანია „სანტექ.სერვისი“ 2012 წელს თბილისში შეიქმნა. 2019 წლის 2 მაისს კი რეგიონებში შემოვედით. ვოპერირებთ ქალაქ ქუთაისსა და მის ირგვლივ.
ქუთაისი, ბათუმი, თბილისის მასშტაბით ვემსახურებით, როგორც ფიზიკურ ასევე, იურიდიულ აბონენტებს. გვაქვს 24საათიანი მომსახურება კვირაში 7 დღე. დღისა და ღამის ნებისმიერ დროს ჩვენი ცხელი ხაზი მუშაობს, თუ ვინმეს რაიმე სჭირდება და პრობლემა აქვს ობიექტზე გავდივართ.
ზოგადად ქალაქში 24 საათიანი სერვისი დიდი კომფორტია, მითუმეტეს როცა ეს ეხება წყალსა და კანალიზაციას.
- უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა სერვისები გაქვთ?
- ჩვენი სერვისებია: სანტექნიკის შეკეთება-მონტაჟი; ცენტრალური გათბობის როგორც შეკეთება-დამონტაჟება, ასევე, თავიდან ბოლომდე აწყობა. კანალიზაციის, როგორც კონკრეტული დაზიანების აღმოფხვრა ასევე, ახლის შექმნა და გაკეთება. გვაქვს ფარული დაზიანების აპარატი, რომელიც ერთადერთია დასავლეთ საქართველოში.
- უფრო დეტალურად რომ გვითხრათ, რა პრობლემის აღმოჩენა შეგიძლიათ ფარული დაზიანების აპარატით?
- შეგვიძლია ზუსტად ვიპოვოთ სად არის დაზიანება, კედლის რომელ ნაწილშია ის და მინიმალური ნგრევითა და დაზიანებით აღმოვფხვრათ პრობლემა. ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ზარი შემოდის და ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი გვყავს.
ასევე, გვაქვს ვიდეოკამერა რომლითაც ვხედავთ კანალიზაციის შიდა დაზიანებასა და პრობლემას, რის შემდეგაც მინიმალური დაზიანებით მაქსიმუმ კედლიდან ერთი კაფელის ამოღებით ვახდენთ მის აღმოფხვრას.
- რა სერვისები გაქვთ ერთგული მომხმარებლებისთვის?
- როგორც აღვნიშნე გვაქვს ინდივიდუალური ასევე სააბონენტო მომსახურება, რომელიც აწყობილია დაზღვევის პრინციპით. თუ ვინმე არის ხშირი მომხმარებელი და ხშირად სჭირდება ჩვენი სერვისი, მათთვის ფასდაკლება გვაქვს. ჩვენ გვყავს ერთგული მომხმარებლები ქსელურ მარკეტებში, ბენზინგასამართ სადგურებში და ა.შ.
არის ისეთი ობიექტები სადაც წყლის გათიშვა არ შეიძლება, მაგალითად საავადმყოფოები, სასტუმროები, რესტორნები მათ 24საათიანი სერვისი განსაკუთრებით სჭირდებათ. ჩვენ ვემსახურებით და ვუქმნით სრულ კომფორტს რათა შეფერხება არ ჰქონდეთ.
- იმერეთის რამდენ რეგიონს ემსახურებით და კონკრეტულად რა დაზიანებები გხვდებათ უფრო ხშირად?
- ჩვენს კომპანიას აქვს მოტივაცია, რომ ყველა რეგიონში შევიდეს და გაიზარდოს. იმერეთის 14 რეგიონს ქუთაისიდან ვემსახურებით, რადგან დღითიდღე იზრდება ჩვენი ცნობადობა. კომპანიის მიერ მიწოდებული პროდუქცია ხალხისთვის ხარისხიანია, ამის გამო კომპანიამ დაგეგმა, რომ თითქმის ყველა რეგიონში გაიხსნას სერვის ცენტრები.
ახალი ფილიალების გახსნით უფრო გამარტივდება და დროულად მოხდება სერვისის მიწოდება. ის პროდუქტი რასაც ჩვენ ვქმნით დამოკიდებულია დროსა და ხარისხზე. თუ არ შეიქმნა ხარისხი და დროული რეაგირება არ მოხდა, ეს კომპანია ვერ იარსებებს. ეს სახელი, წარმატება და მადლიერება სწორედ ასე დავიმსახურეთ.
კაეხეთი და სამეგრელო სრულად დაფარული გვაქვს. შემიძლია ვთქვა რომ ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს ფარული დაზიანება. იმერეთის გარდა სხვადასხვა რეგიონებშიც გვიწევს გასვლა.
მესტიაში ზამთარში გვაქვს ბევრი გამოძახება, რადგან იქ თუ დროულად და ადრიანად არ მოხდა გათბობის ჩართვა, ვგულისხმობ ცენტრალურ გათბობას, მერე ყინვები იწყება და შესაბამისად მილები ზიანდება.
- ერთი თვის განმავლობაში რამდენად ხშირად გიწევთ გამოძახებებზე გასვლა?
- კომპანიისთვის თითოეული გამოძახება მნიშვნელოვანია. „სანტექ.სერვისი“ ქმნის იმ სერვისს, რაც გამოადგება მომხმარებელს და იქნება მათზე მორგებული.
ჩვენ თვის განმავლობაში დაახლოებით 200 - 250 გამოძახება გვაქვს. გვყავს ოთხი ბრიგადა და ისინი ისე არიან გადანაწილებული, რომ მაქსიმალურად სწრაფად და შეფერხების გარეშე მოხდეს რეაგირება. რადგან ჩვენ ისეთ საქმეს ვემსახურებით, რომ დრო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რათა თავიდან ავიცილოთ დიდი დაზიანებები.
- კომპანიის სამომავლო გეგმებზე გვესაუბრეთ...
- პირველი წერტილი სადაც გვინდა და გვჭირდება გავხსნათ ფილიალი არის სამეგრელო(ზუგდიდი).
„ჩვენთვის ყველაფერი მარტივია“ - ეს არის ჩვენი სლოგანი და უპირველეს ყოვლისა კომპანიის მიზანი მოქალაქეების კომფორტია, ანუ მივაწოდოთ უმაღლეს ხარისხში ის სერვისი, რაც მათ სჭირდებათ. კომპანია მუდმივად ფიქრობს და ცდილობს განაახლოს თავის ყველა ტექნიკა და დანადგარი რაც აქვს.
- წარმატებას გისურვებთ!
- დიდი მადლობა!
„სანტექ.სერვისს“ შეუძლია მომხმარებელს მოუგვაროს ნებისმიერი სირთულის პრობლემა, შეუქმნას მშვიდი და კომფორტული გარემო. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ კომპანიის ფეისბუქგვერდს ან დარეკეთ ნომერზე – (032) 2 45 45 46.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო