ტრანსკავკასიური ბილიკი - შიდა ტურიზმის განვითარების ახალი შესაძლებლობა

პროექტი „ტრანსკავკასიური ბილიკი - საზღვართაშორისი ტურიზმის განვითარება,“ რომელსაც ჩეხური ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ რვა თვის განმავლობაში ახორციელებდა, რეგიონულია და მიზნად ისახავდა საქართველოსა და სომხეთს შორის სოფლის მეურნეობისა და სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით ახალი ქსელის განვითარებას.


პროექტის განმავლობაში საქართველოსა (არაგვის ხეობასა და ახალქალაქში) და სომხეთში (ლორისა და შირაქის რეგიონებში) მოხდა ახალი ტურისტული ბილიკების მოკვლევა და ღია სივრცის რუკაზე - Open Street Map-ზე მონიშვნა. ეს ბილიკები შემადგენელი ნაწილია ტრანსკავკასიური ბილიკისა, რომელიც სამ ქვეყანას: საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ერთმანეთთან აკავშირებს.

 

Screenshot 9

 

EDGE-ის პროექტი ითვალისწინებდა ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეების გაძლიერების კომპონენტსაც. პროექტის განმავლობაში ჩატარდა თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები ბილიკების მოწყობასა და შენარჩუნებაზე, ასევე მარკეტინგსა და პრომოუშენზე. გარდა ამისა, ექსპერტებმა მოიკვლიეს ახალი ტურისტული ბილიკების მიმდებარედ არსებული სერვისები და საჭიროებები.

 

Screenshot 7

 

„კვლევამ აჩვენა, რომ შიდა ტურიზმის განვითარებისთვის, ორივე სამიზნე რეგიონში, არაგვის ხეობასა და ახალქალაქში, საკმაოდ დიდი პოტენციალია. ანალოგიური მდგომარეობა გვაქვს სომხეთშიც. ბილიკების მიმდებარედ ძირითადად ვხვდებით მცირე საოჯახო ტიპის სასტუმროებს, ასევე არაგვის ხეობაში სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებს შეუძლიათ ჯომარდობა, ცხენებით გასეირნება და სხვ. მოხარული ვარ, რომ ჩვენმა პროექტმა მცირე წვლილი შეიტანა არსებული სერვისების, ასევე საჭიროებების გამოვლენაში. ყოველივე ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შიდა ტურიზმის განვითარება სწორი მიმართულებით მოხდეს,“ - აღნიშნა პროექტის მენეჯერმა, თეონა ფურცხვანიძემ.

 

პროექტი კიდევ ერთ საინტერესო აქტივობასაც ითვალისწინებდა. შეიქმნა არაგვის კულტურული გზამკვლევი და არაგვის და ახალქალაქის რუკების ორენოვანი ვერსიები, რომელიც განკუთვნილია ლაშქრობის მოყვარულებისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. არაგვის გზამკვლევის სანახავად მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/3VZEg7t

 

317117196 732366511246618 7462403077636788576 n 1

 

ნიშანდობლივია, რომ ახალი სალაშქრო ბილიკების შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ტურ-ოპერატორებისთვის და გიდებისთვის საინფორმაციო ტური მოეწყო, რომელიც მოიცავდა კარწახის ტბის და ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მონახულებას, ასევე ადგილობრივი სასტუმროების და სხვა სერვისების შესახებ ინფორმაციის მიღებას.

 

„ტურისტული ბილიკების პოპულარიზაცია ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის მეტად საჭირო საქმეა. აქამდე ბილიკებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი. თუმცა, პრომო-ტურმა ამაზე ნამდვილად დამაფიქრა. მიხარია, რომ მომეცა ამ ბილიკების და მის მიმდებარედ არსებული ტურისტული სერვისების მონახულების საშუალება. ჩემს ყველა ადგილობრივ თუ უცხოელ ტურისტს მივმართავ, რომ შემომიერთდეს,“ - აღნიშნა NTravel-ის მენეჯერი, ნანიტა ზაუტაშვილი.

 

Screenshot 10

 

პროექტი "ტრანსკავკასიური ბილიკი - საზღვართაშორისი ტურიზმის განვითარება" დაფინანსებულია USAID/Georgia-ის ეკონომიკური განვითარების, მმართველობისა და საწარმოთა ზრდის (EDGE) პროგრამის ფარგლებში. პროექტის გუნდი აქტიურად თანამშრომლობდა ახალქალაქის და არაგვის თემთა განვითარების ჯგუფებთან - ახალქალაქის LAG (Akhalkalaki Local Action Group) და არაგვის LAG (Aragvi Local Action Group), რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს პროექტის წარმატებით განხორციელებაში.

წაკითხვა 549 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 10 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.