ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობისა და სანომრე ნიშნის საფასური იზრდება
2023 წლიდან ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობისა და სანომრე ნიშნის საფასური იზრდება.
საფასურის გაზრდას ითვალისწინებს მთავრობის მიერ მომზადებული და პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი, რომლის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რამდენიმე სახის მომსახურების საფასური იზრდება.
კანონის მიხედვით, პირველი იანვრიდან სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა, 35 ლარის ნაცვლად, 100 ლარი იქნება; ავტომობილის სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, 35 ლარის ნაცვლად, 80 ლარი ეღირება, ხოლო ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნის ერთი წყვილის აღდგენის საფასური, 35 ლარის ნაცვლად, 80 ლარი გახდება.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
