პირველი ივნისიდან პურის მწარმოებლებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება

პირველი ივნისიდან პურის მწარმოებლებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება. საუბარია „ჰასპის“ სტანდარტის დანერგვაზე.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის წისქვილები მაღალტექნოლოგიურია, უბრალოდ, ოფიციალურად აღებული სერტიფიკატი არ აქვთ.

 

„პურის წარმოებაშიც არის „ჰასპის“ სტანდარტი, რომელიც ჩვენთანაც შემოდის პირველი ივნისიდან. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ასოციაციის წისქვილები ყველა მაღალტექნოლოგიურია. შეიძლება ჩაითვალოს, რომ უკვე „ჰასპის“ სტანდარტით მუშაობენ. უბრალოდ, ოფიციალურად აღებული სერტიფიკატი არ აქვთ. მეტსაც გეტყვით – რამდენიმე წისქვილს აქვს „აისოს“ სტანდარტი, რაც ბევრად მაღალი კვალიფიკაციის სტანდარტია. შესაბამისად, ჩვენი ასოციაციის წისქვილებზე პრობლემას არ წარმოადგენს, მათ შორის „ჰასპის“ სტანდარტის გაოფიციალურება. ასოციაციის გარეთ წისქვილებზე ვერაფერს გეტყვით, იქ, სავარაუდოდ, გასაკეთებელი იქნება და ძალიან კარგია, რომ შემოდის ეს სტანდარტი, რათა საქართველოში ყველა წისქვილი მუშაობდეს მაღალტექნოლოგიურად და სტანდარტების მიხედვით“, – განაცხადა ლევან სილაგავამ.

 

ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით ისაუბრა „პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემაც. მისი თქმით, შემოდის სანიტარულ-ჰიგიენური, ტექნოლოგიური პარამეტრების წესები, რაც ყველგან დაცული უნდა იყოს.

 

„ამ წლიდან, წლის მეორე ნახევარში შემოდის ახალი რეგულაციები. დროულია, უნდა შემოვიდეს აღნიშნული რეგულაციები. შემოდის წესები, რომლებიც უნდა იყოს დაცული. ეს არის სანიტარულ-ჰიგიენური, ტექნოლოგიური პარამეტრების წესები. იგულისხმება მათი სანიტარულ-ჰიგიენური შემოწმება, ვინც ამზადებს ამ პროდუქციას. ალბათ იქნება შენიშვნები ვენტილაციასთან დაკავშირებით, არის რაღაც დანადგარები, ხსნარები, რომლებიც უნდა ჰქონდეთ – ეს ყველაფერი დასამუშავებელია. ეს ყველაფერი გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მივმართავ შესაბამის სამსახურს, ტრენინგები ჩატარდეს, იცოდნენ, რას ვთხოვთ ამ ხალხს. გარდა ამისა, მინდა, ვთქვა, რომ შესაძლებელია, გაკეთდეს სამი გაიდლაინი, თუ რა მოთხოვნებია მცირე, საშუალო და დიდი წარმოებისთვის. ამ გაიდლაინის მიხედვით იქნება მოთხოვნები. მიზანი არ იქნება წარმოებების დაჯარიმება. ჩვენ გვქონდა შეხვედრა, მიგვიწვია სურსათის უვნებლობის სამსახურმა, სადაც გაჟღერდა ეს ამბავი და თქვეს, რომ კარგი იქნებოდა, თუ „ჰასპის“ კანონმდებლობა ყველგან დაინერგებოდა“, – განაცხადა დოლიძემ.

წაკითხვა 330 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.