პრეზიდენტი საგარეჯოში დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უსამძიმრებს საგარეჯოში სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მისი განცხადება "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს, ვუსამძიმრებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი ღირსეული პოლიციელის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა პროფესიული მოვალეობის შესრულებას, საქართველოსთვის სამსახურს", - წერია განცხადებაში.
წუხელ, დაახლოებით 00:00 საათზე, საგარეჯოში, "ჯეო ჰოსპიტალთან", სროლის ხმა ისმოდა. სროლის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად კლინიკის თანამშრომელმა გაავრცელა. ის აღნიშნავდა, რომ იყო მსხვერპლი და ექიმები სროლის გამო ვერ ახერხებდნენ დაჭრილების დახმარებას.
გამოძიების ინფორმაციით, 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ თავდაპირველად საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც დაიღუპა 4 ადამიანი, ასევე დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ პოლიციის თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი დაიღუპა.
მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მედიას უთხრა, რომ თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
