"გონების დაკარგვას როგორ ვერ დააფიქსირებდნენ ექთნები, თუ ბადრაგები ასულიერებდნენ?!"
ძალიან სასიამოვნოა თუ ასეა, კარგია, -ასე უპასუხა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედის” კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ექთანი 24- საათის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის პალატაშია და ექთნის მიერ გონების კარგვის ეპიზოდი არ ფიქსირდება.
ყოფილი პრეზიდენტის დედას უკვირს, თუ „როგორ ვერ დააფიქსირებდნენ ექთნები მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვას, თუ ბადრაგები ასულიერებდნენ?!”
„ძალიან სასიამოვნოა თუ ასეა, კარგია. თვითონ მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, რომ გონება დაკარგა. რას ნიშნავს ექიმებს არ სჯერათ? ბადრაგებმა ამიყვანესო და იმ ბადრაგებს ჰკითხონ. ექთანი არის, რომელიც დერეფნის იქეთ ზის, პალატაში არავინ არ იმყოფება. ბადრაგები კარებთან არიან, მერე დერეფანი უნდა გაიარონ და დერეფნის იქით ზის ექთანი, თუმცა ეს რომ დაუძახებს ხმამაღლა იმ ექთანს ესმის. [გონების დაკარგვას] როგორ ვერ დააფიქსირებდნენ ექთნები, თუ ბადრაგები ასულიერებდნენ?! ე.ი. ჩემი შვილი მატყუებს, რომ გონება დაკარგა?! აბა, მე იქ არ ვყოფილვარ და ვამბობ იმას, რასაც ჩემი შვილი მეუბნება”, - განაცხადა გიული ალასანიამ.
სიახლეები
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
- "ჯორჯ სოროსი ციხეში უნდა ჩასვან, ის ცუდი კაცია" - დონალდ ტრამპი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ინდიქტიონის ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს
- "ნგრევა, რასაც სისხლში ამოსვრილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გვთავაზობს, არის გზა, რომელიც მომავალ თაობას შეიწირავს და საქართველოს პოლიტიკური რუკიდან გააქრობს"
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები დააჯილდოვა