ხანძრის შედეგად დაშავებული გელათის მონასტრის წინამღვარი საავადმყოფოში გარდაიცვალა
გელათის მამათა მონასტერში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ქუთაის-გაენათის ეპარქია ავრცელებს.
"დღეს 30 იანვარს, გარდაიცვალა გელათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე. უფალმა მართალთა თანა დააწესოს სული მისი. გთხოვთ ლოცვებში მოიხსენიოთ ახალშესვენებული არქიმანდრიტი იოსები", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცეცხლი, დაახლოებით, 2 კვირის წინ მამათა მონასტრის სტუმრებისთვის გამოყოფილ სენაკში გაჩნდა. არქიმანდრიტმა იოსებ ბურჯანაძემ 44%-იანი დამწვრობა მიიღო. ის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
