ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა ნორვეგიაში ქურდობისთვის დააკავეს
ნორვეგიაში, ელექტრო ტექნიკის ქურდობის ფაქტზე აუდიტის სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი და დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა დააკავეს.
ინფორმაციას "კურიერი" ავრცელებს.
მასთან ერთად დაკავებულია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც ასევე საჯარო მოხელეა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვანო ზარდიაშვილი ამბობს, რომ საკუთარ ცოლის ძმაზე ინფორმაცია არ გააჩნია და არც ის იცის სად იმყოფება გრიგოლ აბრალავა.
„ვერ გეტყვით, არ ვიცი, მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს. ბოდიში, თუ შეიძლება, კანონპროექტი გამაქვს გადავიკითხავ.
როგორ გითხრათ ახლა სად არის ჩემი ცოლის ძმა. სად არის თქვენი ცოლის ძმა? თქვენი ქმრის ძმა? ძმის ცოლი სად გყავთ?-რავიცი. არ მინახავს არ მაქვს ხშირი ურთიერთობა. რატომ მესაუბრებით არასერიოზულ კითხვებზე. ბოლოს ვიცი რომ უნდა ყოფილიყო პოლონეთში, სწავლობს დოქტორანტურაში.ორი კვირაა არ მინახავს. არ მაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია, დავურეკავ დავაზუსტებ,“- განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
კითხვაზე არის თუ არა მისი ცოლის ძმა აუდიტის სამსახურის თანამშრომელი ზარდიაშვილი ამბობს,რომ „არ ახსოვს".
სიახლეები
- შალვა თადუმაძე კითხვაზე: ვინ დაწერა „დიდოსტატის მარჯვენა“, აცხადებს, რომ „არ იცის“
- „ნაციონალურმა მოძრაობამ" თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ინიციატივა დაარეგისტრირა
- ახალი მსოფლიო წესრიგი - როგორ აისახება ეს საქართველოზე
- როდისაა მოსალოდნელი ავიარეისების აღდგენა რუსეთთან და რატომ ალაპარაკდა მოსკოვი ფრენების განახლებაზე
- სალომე ზურაბიშვილი - ნატო-ში შესვლა გამოცდა არ არის, სადაც თუ საჭირო ნიშნებს დააგროვებ, ავტომატურად მიგიღებენ