როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 22-25 თებერვალს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 თებერვალს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი.
ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +8, +13 გრადუსი იქნება.
23 თებერვალს გამოიდარებს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში +14, +19, აღმოსავლეთ საქართველოში კი +10, +15 გრადუსამდე დათბება.
24-25 თებერვალს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი. 25 თებერვალს შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი.
ქ. თბილისში 22-24 თებერვალს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 25 თებერვალს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. 22 და 24-25 თებერვალს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსია მოსალოდნელი.
სიახლეები
- სამარხვო ოჯახური სოკოთი - ვიდეო
- პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო, დაკავებულია ხუთი პირი
- "უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა"
- საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
