სახელმწიფო საქართველოს რეგიონებში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრებისა და ამბულატორიების მშენებლობას დააფინანსებს
მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ სპეციალურ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დააფინანსებს საქართველოს რეგიონებში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრებისა და ამბულატორიების მშენებლობას, ასევე არსებული ამბულატორიების რეაბილიტაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პროგრამისათვის გამოყოფილია 20 მილიონი ლარი და მოიცავს ყველა მუნიციპალიტეტს. საქართველოს მასშტაბით წელს დაიწყება 300-მდე ამბულატორიის რეაბილიტაცია, 100-ზე მეტი ახალი ამბულატორიისა და 40-მდე სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობა.
„ჩვენ ვგეგმავთ და ვახორციელებთ სპეციალურ პროგრამებს საქართველოს რეგიონების თანაბარი განვითარებისა და რეგიონებში აუცილებელი სერვისების მიწოდების მიზნით. ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა და მათთვის ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სერვისების მიწოდება ჩვენი სამთავრობო პრიორიტეტია, რომელსაც არასდროს არ გადავუხვევთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
სიახლეები
- "სვეტიცხოველში კვლავ დაფიქსირდა წყლის განმეორებითი ინფილტრაცია" - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო
- "რატომ უნდა მადარდებდეს თეა წულუკიანის მოგონილი ზღაპარი? არ მადარდებს!" - ნიკა გვარამია
- დღეს "თბილისი არენაზე" საქართველოს თასის ნახევარფინალი გაიმართა
- “ივანიშვილი დღეს აბსოლუტურად ტრაგიკული ფიგურაა, საკუთარი შეცდომების, ამბიციებისა და შიშების მძევალია და ვერ ხედავს ვითარებიდან გამოსავალს” - გია ხუხაშვილი
- "ომი ბაიდენს უნდა შეეჩერებინა, ზელენსკის შეეძლო მისი შეჩერება და პუტინს არასდროს უნდა დაეწყო, ყველა დამნაშავეა" - დონალდ ტრამპი