საქართველოს პრეზიდენტი კახის რაიონში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა (ფოტო, ვიდეო)
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანში, კახის რაიონის სოფელ კახინგილოს საშუალო სკოლას ესტუმრა და წმინდა გიორგი ეკლესია მოინახულა.
საქართველოს პრეზიდენტს კახინგილოს ქართულ სკოლაში ქალაქ კახის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა მუსა შეკილიევმა და სკოლის დირექტორმა ნათელა ოთარაშვილმა უმასპინძლეს.
ადგილობრივმა მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პირველ ვიცე-პრეზიდენტ მეჰრიბან ალიევას ალიბეგლოს სკოლის შესაკეთებლად თანხის გამოყოფისთვის.
სალომე ზურაბიშვილი მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გაესაუბრა, რომლებიც სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, თანამედროვე სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით მასწავლებლების გადამზადებას საჭიროდ მიიჩნევენ.
კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში, რომელიც დარბაზული ტიპის XVIII საუკუნის მოქმედი, მარათლმადიდებლური ეკლესიაა, საქართველოს პრეზიდენტი მრევლს, წარმოშობით ქართველ აზერბაიჯანის მოქალაქეებს გაესაუბრა და მათი პრობლემები მოისმინა.
ადგილობრივები საქართველოს პრეზიდენტისგან ძველი, ისტორიული ეკლესიების შეკეთებისა და ამოქმედებისათვის აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან შუამდგომლობას ითხოვენ.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
სიახლეები
- სამარხვო ოჯახური სოკოთი - ვიდეო
- პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო, დაკავებულია ხუთი პირი
- "უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა"
- საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
