როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 11-14 მარტს
11 მარტს დასავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +14, +19 გრადუსი იქნება.
12 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +19, +24, აღმოსავლეთ საქართველოში კი +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს.
13-14 მარტს სითბოს ფონზე ზოგან იწვიმებს. ტემპერატურა +17, +22 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
ქ. თბილისში 11-14 მარტს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. 11 მარტს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +19, +21 გრადუსი იქნება.
სიახლეები
- "მსურს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ" - დიმიტრი მედვედევი
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ვერცხლის სავსემთვარე და სატურნის ახალი ციკლის დაწყება - როგორი იქნება თებერლის თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
- იმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი
- პირველი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
