როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
3 აპრილამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ხვალ უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი იქნება, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე – 20–25 მეტრი წამში, დღის განმავლობაში ქარის სიჩქარე ,შესაძლოა, 28 მეტრი წამშიც იყოს.
ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში 15–20 გრადუსი, ხოლო სანაპირო რაიონებში – 7–12 გრადუსია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოში ხვალ ცივი და წვიმიანი ამინდი იქნება, ზოგან თოვლჭყაპი და ნისლი, მაღალმთაში – ქარბუქი. ბარში იქროლებს ქარი, რომლის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი იქნება, ხოლო გორი–სურამის მონაკვეთზე – 17–22 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა დღისით ბარში 6–11 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში ხვალ ასევე ღუბლიანი ამინდი იქნება, დროგამოშვებით – მცირე ნალექი და ნისლი, ჰაერის ტემპერატურა კი 7 გრადუსი.
1 აპრილს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 16 გრადუსის ფარგლებში იქნება; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში – 8–13 გრადუსი;
თბილისში წვიმა და ნისლი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 9 გრადუსია მოსალოდნელი.
2 აპრილს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ წვიმაა მოსალოდნელი, მთაში ღამით – თოვლი;
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იქროლებს ჩრდილო–დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მათ შორის თბილისშიც, რომლის სიჩქარე წამსი 17–22 მეტრი იქნება.
დღისით ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 7–12 გრადუსი; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში – 9–14 გრადუსი; ხოლო თბილისში – 11 გრადუსი იქნება.
ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე 3 აპრილიდან გამოიდარებს.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი