ჭავჭავაძის გამზირზე, მიწის ქვეშ მოყოლილ მამაკაცს მაშველები გეორადარის მეშვეობით ეძებენ
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი 40 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოებს მხოლოდ ცოცხალი ძალა ასრულებს და მაშველები ტექნიკას არ იყენებენ.
ამასთან, ილიაუნის დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის გეომორფოლოგის თქმით, სპეციალური ხელსაწყოთი მოხდება დადგენა, თუ სად შეიძლება მიწისქვეშ იმყოფებოდეს ადამიანი.
„მიმდინარეობს ძებნა, ხელით ეძებენ მაშველები, რადგან თუ ცოცხალია, ასე ჯობს. ჩვენ დავეხმარებით გეორადარით, რათა ზუსტად მოხდეს იმ ადგილის სკანირება, თუ სად შეიძლება მიწისქვეშ ადამიანი იმყოფებოდეს“, - განაცხადა გეომორფოლოგმა ლაშა სუხიშვილმა.
შეგახსენებთ, ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ჩამოშლის შედეგად 25 წლის მუშა დაიღუპა. 40 წლის მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ. ადგილზე მუშაობს 30 მეხანძრე-მაშველი. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
სიახლეები
- “გეტყვით, რა მოხდება 4 ოქტომბერს, 20:00 საათისთვის...” - ვახტანგ ძაბირაძე
- "რუსეთს პატარა, უსახო მეომრებისგან შემდგარი არმია ჰყავს, რომელსაც ციფრულ „ბოტებს“ ეძახიან, ისინი დემოკრატიით მანიპულირებენ ევროპაში"
- შეხვედრა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის კურსდამთავრებულებთან მარნეულში
- საინფორმაციო შეხვედრა ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებთან
- ცესკოს თავმჯდომარე არჩევნებისთვის მზადების პროცესს მარნეულში გაეცნო