ზუგდიდში ხანძარს ორი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
ზუგდიდში ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ორი მცირეწლოვანი დაიღუპა.
ბინაში მყოფმა კიდევ ორმა მცირეწლოვნმა სახლიდან გამოსვლა შეძლეს, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მოზარდები კლინიკაში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე, სამაშველო ჯგუფებთან ერთად, მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. არსებობდა ცეცხლის სხვა სართულებზე გავრცელების საშიშროება, თუმცა რამდენიმესაათიანი სალიკვიდაციო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა შეძლეს ხანძრის სრული ჩაქრობა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
სიახლეები
- ,,საპატრიარქო შეგვპირდა, რომ მოახდენს პირდაპირ კომუნიკაციას ხელისუფლებასთან, რათა „ჩატეხილი ხიდი“ აღდგეს"- კახა წიქარიშვილი
- ,,იმედს ვიტოვებთ, რომ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება საპატრიარქოს მხრიდან"- დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი ზაქრო გვიშიანი
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 62 მოქალაქე გააძევეს
- ,,პრაქტიკულად არავის მსოფლიოში დღეს არ აქვს რეალური პასუხი - უკლებლივ ყველა არის ამ ძიების პროცესში"- მიხეილ სარჯველაძე
- მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
