"ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია, რამე ტკბილეული გამოგზავნეთ… ნუ გეშინიანთ. გავიმარჯვებთ" - 25 აგვისტო მარო მაყაშვილის დაბადების დღეა

25 თე­ბერ­ვა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე დღეა. სწო­რედ ამ დღეს შე­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი წი­თე­ლი არ­მია და და­ა­სა­მა­რა ქარ­თველ­თა ოც­ნე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე.

თით­ქმის მთე­ლი თე­ბერ­ვა­ლი ქარ­თულ ჯარ­სა და რუ­სე­თის წი­თელ არ­მი­ას შო­რის ბრძო­ლე­ბი მი­დი­ო­და, ერთ-ერთი ბრძო­ლის დროს და­ი­ღუ­პა ულა­მა­ზე­სი ქარ­თვე­ლი ქალი მარო მა­ყაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც გა­სა­ო­ცა­რი დღი­უ­რი დაგ­ვი­ტო­ვა.

 

"1919 წ... მთვა­რის შუქ­ზე ვწერ ჩემს დღი­ურს, სა­სი­ა­მოვ­ნოა… გუ­შინ, არ ვიცი, რათ, მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლებ­თან ამი­ვარ­და სა­ში­ნე­ლი ქვი­თი­ნი, ისე­თი, რომ თით­ქმის ერთი სა­ა­თი ვტი­რო­დი. ამო­მიჯ­და გული. ვე­კი­თხე­ბი ჩემ თავს, რა არის? მაგ­რამ იგი სდუმს და პა­სუხს არ მაძ­ლევს. რა მი­ზე­ზია, არ ვიცი…

საყ­ვა­რე­ლო მამა! მე ჯერ­ჯე­რო­ბით კარ­გად ვარ. სულ ერთი პო­ზი­ცი­ის­გან 112 ვერ­სზე ვართ, მე­ო­რის­გან 5 თუ 7-ზე. მტე­რი ჯერ შორს არის, ძა­ლი­ან სცხე­ბენ ჩვე­ნე­ბი. ძა­ლი­ან აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ცოტა თხი­ლი და თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, რამე ტკბი­ლე­უ­ლი გა­მოგ­ზავ­ნეთ… თავს გა­უფრ­თხილ­დით. გკოც­ნით ბევ­რს. ისე არა ცივა. მო­კი­თხვა ყვე­ლა ჩვე­ნებს. ნუ გე­ში­ნი­ანთ. გა­ვი­მარ­ჯვებთ სა­ხე­ლოვ­ნად. შენი მარო" - ეს ამო­ნა­რი­დია მა­ყაშ­ვი­ლის დღი­უ­რი­დან...

 

რა­ტომ გა­და­წყვი­ტა მარო მა­ყაშ­ვილ­მა ომში წას­ვლა, ამ კი­თხვით და­ვი­წყეთ ინ­ტერ­ვიუ ის­ტო­რი­კოს ლაშა ბაქ­რა­ძეს­თან:

- რო­გორც პატ­რი­ოტ­მა ადა­მი­ან­მა, მარო მა­ყაშ­ვილ­მა და­ი­ნა­ხა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ბედი წყდე­ბო­და და რო­გორც მო­წყა­ლე­ბის და (ისე­ვე რო­გორც ბევ­რი სხვა) წა­ვი­და ფრონტზე, რათა დახ­მა­რე­ბო­და ქარ­თველ მებ­რძო­ლებს.

 

- შეგ­ვიძ­ლია თუ არა მარო მა­ყაშ­ვი­ლი მი­ვიჩ­ნი­ოთ, იმ დრო­ინ­დე­ლი ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდო­ბის კრე­ბით სა­ხედ?

- ვერ ვი­ტყვით, რომ მარო მა­ყაშ­ვი­ლი იმ დრო­ინ­დე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის კრე­ბი­თი სა­ხეა, მაგ­რამ შემ­დგომ­ში ის გახ­და გარ­კვე­ულ­წი­ლად სიმ­ბო­ლუ­რი ფი­გუ­რა, რო­მე­ლიც სრუ­ლე­ბით არაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი, იყოს კრე­ბი­თი სახე, პი­რი­ქით, სიმ­ბო­ლი­ზე­ბუ­ლი ფი­გუ­რე­ბი, რო­გორ წესი, გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი არი­ან ხოლ­მე. მე სულ ვე­ძებ იმ პე­რი­ო­დის დღი­უ­რებს, ჩა­ნა­წე­რებს, მო­გო­ნე­ბებს და სხვა... თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლი მა­სა­ლაა შე­მორ­ჩე­ნი­ლი.

შე­საძ­ლოა, მარო მა­ყაშ­ვი­ლი იმი­ტო­მაც გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი, რომ სწო­რედ ასე­თი გუ­ლის­შემ­ძვრე­ლი დღი­უ­რი დაგ­ვი­ტო­ვა, სა­დაც ჩვენ ვხე­დავთ ამ ახალ­გაზ­რდა ქა­ლის სა­ხეს, რო­მელ­საც ძა­ლი­ან დიდი იმე­დე­ბი ჰქონ­და. დღი­უ­რი­დან ჩანს, რომ მარო მა­ყაშ­ვილს ბევ­რი სურ­ვი­ლი გა­აჩ­ნდა და ყვე­ლა წე­სით და კა­ნო­ნით მას ბედ­ნი­ე­რი მო­მა­ვა­ლი უნდა ჰქო­ნო­და, რომ არ ყო­ფი­ლი­ყო წი­თე­ლი არ­მი­ის შე­ტე­ვა, რომ­ლი­თაც დამ­თავ­რდა არა მხო­ლოდ მარო მა­ყაშ­ვი­ლის, არა­მედ მთე­ლი ქარ­თვე­ლი ერის კე­თილ გზა­ზე მდგა­რი მო­მა­ვა­ლი და დამ­ყარ­და 70 წლი­ა­ნი წყვდი­ა­დი, რო­მე­ლიც დღე­საც მძი­მე ტვირ­თად გვა­წევს.

 

- იმ დრო­ინ­დელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თუ მი­ა­გო პა­ტი­ვი მარო მა­ყაშ­ვილს?

- აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვუს­ვათ ხაზი იმა­საც, რომ მარო მა­ყაშ­ვი­ლი საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი ოჯა­ხი­დან იყო. მისი მამა იყო იმ დრო­ის ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი მწე­რა­ლი და მა­შინ­ვე სიმ­ბო­ლუ­რი ფი­გუ­რის ფასი შე­ი­ძი­ნა ამ პა­ტა­რა გო­გომ. ჩვენ ვი­ცით, რომ არ­სე­ბობს მა­მა­მი­სის და­წე­რი­ლი ლექ­სიც, რო­მე­ლიც იმ დროს ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. მარო დაკ­რძა­ლეს ომში და­ღუ­პულ სხვა ახალ­გაზ­რდებ­თან ერ­თად (და­ახ­ლო­ე­ბით დღე­ვან­დე­ლი პარ­ლა­მენ­ტის ად­გი­ლას), მაგ­რამ ამ დროს უკვე იმ­დე­ნად სწრა­ფად იც­ვლე­ბო­და მოვ­ლე­ნე­ბი, რომ სამ­წუ­ხა­როდ, 3-4 დღე­ში ამ გმი­რე­ბის ხსე­ნე­ბაც კი აიკ­რძა­ლა.

 

- ანუ საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში მარო მა­ყაშ­ვი­ლის სა­ხელს ტაბუ ედო?

- ჩემ­მა თა­ო­ბამ სა­ი­დუმ­ლოდ თუ იცო­და მათი სა­ხე­ლე­ბი და მათ შო­რის, მარო მა­ყაშ­ვი­ლი­საც. მე პა­ტარ ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მის შე­სა­ხებ გა­ვი­გე და ძა­ლი­ან დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე.

 

- ბა­ტო­ნო ლაშა, რა არის მარო მა­ყაშ­ვი­ლის დღი­უ­რი, ერთი პა­ტა­რა გო­გოს ჩა­ნა­წე­რე­ბი, თუ ის­ტო­რი­უ­ლი გან­ძი?

- რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კას, ჩვენ­თვის არაა ცნო­ბი­ლი არა­ნა­ი­რი დღი­უ­რი და მით უფრო მო­გო­ნე­ბე­ბი. ამ დღი­უ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, უბ­რა­ლო, პა­ტა­რა გო­გოს თვა­ლით და­ი­ნა­ხო ის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პე­რი­ო­დი სა­ქარ­თვე­ლო­სი, რო­მე­ლიც დღემ­დე ცუ­და­დაა შეს­წავ­ლი­ლი. მა­როს დღი­უ­რი არის შე­წყვე­ტი­ლი ის­ტო­რი­ის მო­გო­ნე­ბა, რო­მე­ლიც 1921 წლის 25 თე­ბერ­ვალს შე­წყდა.

 

- რამ­დე­ნად მარ­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მარო მა­ყაშ­ვი­ლის და­ყე­ნე­ბა იმ გმი­რი ქა­ლე­ბის გვერ­დით, რომ­ლე­საც იც­ნობს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია. მა­გა­ლი­თად, მაია წყნე­თე­ლი, თინა წავ­კი­სე­ლის და სხვა.

- სა­ერ­თოდ, მე არ ვარ გმი­რე­ბის დიდი მოყ­ვა­რუ­ლი და არ ვი­ტყო­დი, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის კვარ­ცხლბეკ­ზე შე­ყე­ნე­ბა იმის­თვის, რომ პა­ტი­ვი მი­ვა­გოთ. ჩემ­თვის მარო მა­ყაშ­ვი­ლი არის უდი­დე­სი ფა­სე­უ­ლო­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბამ იცო­დეს მარო მა­ყაშ­ვი­ლის ბი­ოგ­რა­ფია და იცო­დეს, რა მოხ­და 1921 წელს, რათა მსგავ­სი რამ აღა­რა­სო­დეს გან­მე­ორ­დეს.

 

წყარო

წაკითხვა 168 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.