138 დრონი და 12 რაკეტა - რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანეს
უკრაინის რამდენიმე რეგიონში მსხვერპლი, ნგრევა და ხანძარი მოჰყვა რუსული რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგ შეტევას, რომელიც გასული ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დღეს, 3 ნოემბერს დილით გავრცელებული ცნობით, დრონებით შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა სუმის ოლქში. დაშავებულებს შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია.
სარაკეტო შეტევა იყო დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ დნიპროზე. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მიკოლა ლუკაშუკის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაიჭრა ერთი ადამიანი. დაზიანებულია საწარმო. ლუკაშუკს კონკრეტული საწარმო არ დაუსახელებია.
რუსული დრონებით შეტევა იყო ქალაქ ნიკოლაევზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ხანძარი გაჩნდა სუპერმარკეტში, დაზიანებულია მრავალბინიანი სახლი და ავტომობილების ტექმომსახურების ცენტრი.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 3 აერობალისტიკური რაკეტით „კინჟალი“, 4 ბალისტიკური რაკეტით „ისკანდერი“, 5 მართვადი საზენიტო რაკეტით და 138 დრონით.
სარდლობის თანახმად, 3 ნოემბრის 08:30 საათისთვის დადასტურებული იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ ერთი აერობალისტიკური რაკეტის და 115 დრონის ჩამოგდება ქვეყნის ჩრდილოეთში, სამხრეთსა და აღმოსავლეთში და რაკეტებით და 20 დრონით პირდაპირი დარტყმა 11 ადგილზე.
სიახლეები
- ,,სააკაშვილის ფაქტორის ექსპლოატაციის გარდა, დიდი ხანია „ნაცმოძრაობამ“ არაფერი იცის, არც გაუკეთებია და არც შეუძლია"- ნიკა გვარამია
- ,,მიშა არა მხოლოდ სუსტი, არამედ გაფარჩაკებული ნარცისია"- თამარ ჩერგოლეიშვილი
- ,,საქართველოში ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, ლტოლვილსა და მათ შთამომავალს აქვს უფლება დაუბრუნდეს საკუთარ სახლს"-ანალენა ბერბოკი
- ,,მადლობას ვუხდით ყველა სახელმწიფოს, რომელიც დადგა საქართველოს გვერდით და მხარი დაუჭირა დევნილთა უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლებას"- მაკა ბოჭორიშვილი
- გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო
