მიუხედავად იმისა, რომ ათეისტური რეჟიმის პირობებში ყველაზე ღირსეული და გამორჩეული მამულიშვილნი მოსპეს და გაანადგურეს, ქართულ გენში გმირული სული ვერ ჩაკლეს, თქვენც ამ გენის გამოვლინებანი ხართ - ილია მეორე ვეტერანებს
მიუხედავად იმისა, რომ ათეისტური რეჟიმის პირობებში ყველაზე ღირსეული და გამორჩეული მამულიშვილნი ერთიანად მოსპეს და გაანადგურეს, ქართულ გენში გმირული სული მაინც ვერ ჩაკლეს, თქვენც ამ გენის გამოვლინებანი ხართ, - ამის შესახებ კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის მიერ ვეტერანებისთვის მიძღვნილ მიმართვაშია ნათქვამი.
პატრიარქის მიმართვა ვეტერანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საზოგადოებას ბოლნისის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ეფრემმა გააცნო.
„ჩვენო ვეტერანებო, ქვეყნისათვის დამაშვრალო ჩვენო სულიერო შვილებო, ღვთის შეწევნით კვლავაც მაქვს შესაძლებლობა მოგესალმოთ და მოგილოცოთ დღე, რომელიც ყველას ახსენებს თქვენს ღვაწლს, ჩვენი ახლო წარსულის ცოცხალ მაგალითს, ქვეყნისა და მოყვასის სამსახურისთვის გაწეულს. მიუხედავად იმისა, რომ ორი ათასწლოვანი ისტორიის მანძილზე საუკეთესო ნაწილი ჩვენი ერის ეწირებოდა ქრისტეს რწმენას და სამშობლოს დაცვას, მიუხედავად იმისა, რომ ათეისტური რეჟიმის პირობებში ყველაზე ღირსეული და გამორჩეული მამულიშვილნი ერთიანად მოსპეს და გაანადგურეს, ქართულ გენში გმირული სული მაინც ვერ ჩაკლეს, თქვენც ამ გენის გამოვლინებანი ხართ. მინდა, გისურვოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და ქვეყნის სამსახურისთვის კვლავაც დაუღალავი მუშაკობა. ასევე, მინდა დავლოცო თქვენი გარდაცვლილი თანამოძმენი და შევთხოვო უფალს მათი სულთა ცხონება, ხოლო მათი შთამომავლების, ოჯახის წევრებისა და ახლობლების მშვიდობით კურთხევა, მაცხოვრისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მადლი და წყალობა და ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის მეოხება არ მოგკლებოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს“, - ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
