როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

დღეს, 17 იანვარს სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ.

ქუთაისში +7 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

 

ნალექიანი დღეა ფოთშიც. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი.

 

წვიმაა მოსალოდნელი სოხუმშიც. +9 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

 

მესტიაში დღეს თოვლია მოსალოდნელი. დღისით -2 გრადუსი იქნება, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა და თოვლია ერთდროულად მოსალოდნელი ამბროლაურში, ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

 

ჭიათურაშიც თოვლია მოსალოდნელი. დღისით +4 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლი იქნება ახალციხეშიც, დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს.

 

ბორჯომშიც თოვლს ელოდებიან, +3 იქნება დღისით, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია მოსალოდნელი, დღისით -1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -8 გრადუსი დაფიქსირდება.

 

მოთოვს გორშიც, სადაც დღისით +8 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც თოვლია მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

 

გუდაურშიც მოთოვს. დღის განმავლობაში 0 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -19 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით 0, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.


ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი.

 

გურჯაანში დღისით +10 გრადუსი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ვარაუდობენ ღრუბლიან ამინდს, შესაძლოა იწვიმოს. სიღნაღში დღისით +0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.

 

რუსთავში დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

 

თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.

წაკითხვა 96 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 17 2025
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.