"თუ საშიში ვიყავი და ტერაქტს ვამზადებდი, დალოდებოდნენ, რომ ფაქტზე დავეჭირე"
მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, სუს-ში დაკითხვაზე მივიდოდა, რომ სცოდნოდა, უწყება ტერაქტის მომზადებაში დაადანაშაულებდა.
როგორც მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტთან განუცხადა, ახლა ნებისმიერ დროს მზადაა გამოკითხვაზე მივიდეს.
„ხუთჯერ ვიყავი დაბარებული. ბოლოს 10 საათი დამკითხეს. მაშინ ვთქვი, თუ ძალით არ მიმიყვანთ, ჩემით არ მივალ, რადგან ვინც იქ ზის, ყველას თემირლანის სისხლში აქვთ ხელები. რომ მცოდნოდა ამ საკითხს ეხებოდა, წავიდოდი. ახლა ნებისმიერ დროს წავალ“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
მისივე თქმით, მზადაა პასუხი აგოს, „თუ დანაშაული აქვს ჩადენილი“.
„ძალიან მაინტერესებს, თუ ვიყავი საშიში და ვამზადებდი ტერაქტს, დალოდებოდნენ, რომ ფაქტზე დავეჭირე. მე არ მეშინია. თუ მაქვს ჩადენილი დანაშაული, თუ ჩემი ფიქრებიდან ამათ რაღაცის შექმნა უნდათ, მზად ვარ პასუხი ვაგო“, - აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.
სიახლეები
- "მსურს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ" - დიმიტრი მედვედევი
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ვერცხლის სავსემთვარე და სატურნის ახალი ციკლის დაწყება - როგორი იქნება თებერლის თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
- იმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი
- პირველი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
