ბენზინი 15 თეთრით გაძვირდა - ექსპერტები ხელისუფლებას აქციზის გადასახადის დაწევას ურჩევენ
ბოლო 2 კვირაში ბენზინი თითქმის 15 თეთრით გაძვირდა. სხვადასხვა პროდუქტზე ფასებმა განსხვავებულად მოიმატა, მოცემულობა კი ასეთია: პრემიუმის ფასი დღეს 2 ლარსა და 60 თეთრამდეა, რეგულარის კი 2 ლარი 45 თეთრი.
საწვავი თავის მხრივ ინფლაციის ძირითადი მდგენელია და ბენზინის გაძვირებას როგორც წესი, სხვა ყველაფრის გაძვირება მოსდევს ხოლმე.
სპეციალისტები საწვავის გაძვირებას საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასების მატებას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ არა ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინის ფასი გაცილებით მაღალია.
„ფასები გაზრდილია საშუალოდ 15 თეთრით ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე. არა ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე ალბათ კიდევ უფრო მეტით არის გაზრდილი. ფასების მატება უკავშირდება იმას, რომ ბოლო თვეების განმავლობაში გლობალურ ბაზრებზე არის საერთაშორისო ფასები მნიშვნელოვნად გაზრდილი ნავთობპროდუქტებზე. და სწორედ ამ გაზრდილი ფასების შედეგი გახლავთ ის, რომ ჩვენთან ფაქტიურად ბოლო თვეების განმავლობაში ფასების კორექტირება მოხდა რამდენჯერმე,“-განაცხადა „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ“ ვანო მთვრალაშვილმა.
საერთაშორისო ფასების ზრდაზე საუბრობს ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაიაც. ანალიტიკოსი გამოსავალზე საუბრობს და ამბობს, რომ სახელმწიფოს ფასების დარეგულირება აქციზის გადასახადის დაწევის ხარჯზე შეუძლია. აკაკი ცომაიას თქმით, ამ შემთხვევაში საწვავი აღარ გაძვირდება.
„საერთაშორისო ფასი იზრდება ბაზარზე, ეს მსოფლიო მოვლენაა და შესაბამისად მოცემულობაა. სახელმწიფოს თავისუფლად შეუძლია, რომ ძალიან მარტივად შეამციროს აქციზის გადასახადი. მართალია ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავალი შემცირდება მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს საგადასახადო შემოსავალი უფრო კარგ მიზნებს ვერანაირად ვერ მოხმარდება და სჯობს რომ აქციზის გადასახადი მნიშვნელოვნად შემცირდეს და ამ შემთხვევაში საწვავზე ფასიც მნიშვნელოვნად შემცირდება,“-განაცხადა აკაკი ცომაიამ.
http://rustavi2.ge
სიახლეები
- “რუსეთის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი - დროა, ევროკავშირმა მიიღოს სანქციების ძლიერი პაკეტი, ასევე ველით მკაცრ სასანქციო ზომებს აშშ-სგან და „დიდი შვიდეულისგან“ - ვოლოდიმირ ზელენსკი
- მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა
- 71 წლის აზა ჩილაჩავას, რომელსაც აქციაზე სახის დაფარვას ედავებოდნენ, სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა
- რუსებმა ხარკოვში საბავშვო ბაღს დრონით დაარტყეს
- “პეტერ ფიშერის ჩარევა შიდა პროცესებში ყველანაირი დიპლომატიური სტანდარტის დარღვევა იყო” – წილოსანი