November 23, 2024

"დავიცვათ მუცლადმყოფი ბავშვის სიცოცხლე" - ქუთაისში სიცოცხლის მარში გაიმართა

დღეს,  ქუთაისში, ორგანიზაცია - "INER Georgia- წყვილისა და სიცოცხლის სამსახურში" ორგანიზებით სიცოცხლის მარში გაიმართა.

მსვლელობა 14.30 საათზე წერეთლის სახ. უნივერსიტეტიდან დაიწყო  და მერიის შენობასთან დასრულდა. 


ღონისძიების მთავარი მიზანი და მოთხოვნები იყო:



1. აიკრძალოს აბორტი.


2. აიკრძალოს სქესის გამხელა ორსულობის 12 კვირამდე სელექციური აბორტის თავიდან აცილების მიზნით.


3. აბორტის წინა 5 დღიანი მოსაფიქრებელი ვადა გახდეს ქმედითი, რაც მოიაზრებს კონფიდენციალურ პირობებში სპეციალისტებთან გასაუბრებას, პრობლემის გამოვლენას და ქალის სრულ ინფორმირებას მოსალოდნელ შედეგებზე. 

 

4. დემოგრაფიული კრიზისიდან გამოსვლის მიზნით სახელმწიფომ იზრუნოს საოჯახო პოლიტიკის გაუმჯობესებაზე საქართველოში: - სამ შვილიანი ოჯახი ჩაითვალოს მრავალშვილიანად. - სავალდებულო გახდეს კერძო თუ საჯარო დამსაქმებლისთვის 12 თვემდე დეკრეტული შვებულების ანაზღაურება. - საყოველთაო დაზღვევით გათვალისწინებულ იქნეს 0-დან 6 წლამდე ბავშვებისათვის მედიკამენტების ვაუჩერი.


აღნიშნულ მოთხოვნებზე FirstNews.ge - თან ორგანიზაციის ექსპერტ-მეთოდისტმა ნანა ნებიერიძემ ისაუბრა:

 

"12 კვირის ჩათვლით საქართველოში ვადამდე ხელოვნური აბორტი ყოველგვარი ჩვენების გარეშეა დაშვებული (ქალის სურვილზეა დამოკიდებული). 2017 წლის მონაცემებით ხელოვნური აბორტები დაახლოებითი 30 000-მდეა.


უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში კი საქართველოში 30 ათასზე მეტი გოგო არ დაიბადა სელექციური აბორტების შედეგად - იმის გამო, რომ მათ მშობლებს ბიჭები სურდათ. სპეციალისტების აზრით, ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობისთვის ეს კატასტროფული რიცხვებია,"-განაცხადა ნანა ნებიერიძემ.

 

60038667 430939047729562 6223003747539222528 n


აღნიშნულ მსვლელობას FirstNews.ge-თან საუბარში გამოეხმაურა ღონისძიების ორგანიზატორი ანნამარია კრიველარი:


"ასეთი მსვლელობები არის ერთ - ერთი საშუალება, რომ დავიცვათ მუცლადმყოფი ბავშვის სიცოცხლე, მაგრამ არა მარტო ამ ბავშვის, ასევე სხვა დაუცველის: შშმ პირების, ავადმყოფების, მოხუცების. ჩვენს საზოგადოებას, რომელიც მარტივად ფიქრობს მუცლადმყოფი ბავშვის მოკვლაზე, ასევე, სათანადო ყურადღებასა და მხარდაჭერას არ ავლენს ავადმყოფების ან მოხუცების მიმართ, რომლებსაც არა აქვთ მკურნალობისათვის პირობები, სჭირდება ამ მიმართვის მეშვეობით გამოფხიზლება. აი, რატომ არის საჭირო ხმამაღლა ყვირილი, რომ ვიხსნათ და წავახალისოთ სიცოცხლე! აი, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ვიყოთ ბევრი!"

 

60121788 440405656770316 8834439112996945920 n

 

 

წაკითხვა 1179 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 10 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.