როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 მაისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი. 21 მაისს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, და 22-23 მაისს ისევ დროგამოშვებით იწვიმებს.
აღმოსავლეთ საქართველოში 21-23 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა +22, +27 ფარგლებში იქნება.
ქ. თბილისში 21 მაისს მოსალოდნელია გრილი და წვიმიანი ამინდი, 22-23 მაისს კი იწვიმებს ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში. ჰაერის ტემპერატურა 21 მაისს +21, +23, ხოლო 22-23 მაისს +25, +27 გრადუსი იქნება.
სიახლეები
- საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მიმართვა სრულიად საქართველოსადმი
- "საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა" - მსოფლიო პატრიარქი
- პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური, საქალაქთაშორისო და სარკინიგზო ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 მარტისთვის
- "საქართველო იმ ქვეყნებზე ბევრად დემოკრატიულია, რომელთაც “მოსკოვის მექანიზმის“ ინიციატივა წარადგინეს" - ირაკლი კობახიძე
