თბილისში, სანაგვე ურნებს მიწისქვეშ გადაიტანენ - როგორ გამოიყურება უცხოური ანალოგები
კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავას აღნიშნული საპილოტე პროექტის ჭავჭავაძის ქუჩაზე განხორციელება დაავალა და აღნიშნა, რომ სანაგვე ურნების მიწისქვეშ გადატანა სხვა ქუჩებსაც შეეხება, სადაც რეაბილიტაცია განხორციელდება.
„იცით, რომ უახლოეს მომავალში ვიწყებთ ჭავჭავაძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას, სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა, განსაკუთრებით მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით. ამ პროექტის ფარგლებში, მინდა, ლევან ჯღარკავას დავავალო,რომ საპილოტე პროექტი განვახორციელოთ, სანაგვე ლურჯი ურნები, რომელიც დგას ქუჩაში, ეს ურნები ჩავიტანოთ მიწის ქვემოთ. ბევრ განვითარებულ ქალაქშია ეს პროექტი გაკეთებული. ძალიან მარტივია ამის გაკეთება და ვფიქრობ, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენს ქალაქში, რომ შემდეგ უკვე სხვა ქუჩებზეც, სადაც ასეთი რეაბილიტაცია განხორციელდება, გვქონდეს ერთნაირი მიდგომა,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ვიზუალურად ლამაზი არ არის ქუჩებში განთავსებული ურნები და ეს მიდგომა შესაძლოა, სეპარირების თვალსაზრისითაც განხორციელდეს.
„ვფიქრობ, ვიზუალურადაც არ ლამაზი ცენტრალურ ქუჩაზე გამოვდივართ და ეს სანაგვე ურნები ზემოთ არის ამოწეული, ეს ბევრ სხვადასხვა პრობლემას ქმნის. რა თქმა უნდა, ეს ურნები ზემოდან დახურული იქნება და ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა ნაგავი გადაყარონ ჩვეულებრივად, უბრალოდ ასე ღია და თვალშისაცემი აღარ იქნება, იქნება სისუფთავე. ეს შეიძლება სეპარირების თვალსაზრისითაც გავაკეთოთ, უკვე დავიწყეთ რეაბილიტირებულ სკვერებში სეპარირებული სანაგვე ურნების დადგმა, ანუ ბოთლი ერთ ურნაში უნდა ჩააგდო, სხვა ნარჩენები - მეორეში და მესამეში. ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება ამ მიმართულებით წასვლა. მოდი, დავიწყოთ ჭავჭავაძით, რადგან მთლიანად ვაპირებთ არსებული მდგომარეობის გამოსწორებას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ასე გამოიყურება უცხოური ანალოგები
წყარო: ambebi.ge
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"