"დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთს სიყვარულით ვესაუბროთ" - 17 იანვარს წიგნის #მევარბედნიერიშენით პრეზენტაცია გაიმართა
17 იანვარს, ქუთაისში წიგნის #მევარბედნიერიშენით პრეზენტაცია გაიმართა. როგორც წიგნის ავტორი, პოეტი და ჟურნალისტი ნათია ჯიმშელეიშვილი აცხადებს წიგნზე მუშაობა 2024 წელს დაიწყო და მასზე მუშაობას წელიწად-ნახევარი დასჭირდა.
პრეზენტაციისა და წიგნის შესახებ ავტორი FirstNews.ge- ს ესაუბრა. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:
- პრიველ რიგში, როგორ გაჩნდა რუბრიკა #მევარბედნიერიშენით იდეა?
- ფეისბუქ რუბრიკა #მევარბედნიერიშენით როგორც იდეა 2019 წელს დაიბადა, აბსოლუტურად გულწრფელი შეგრძნებით დამოკიდებული ადამიანების შესახებ გადავწყვიტე დამეწერა და მეთქვა ეს ძვირფასი სიტყვები, ამით ვეცადე მცირე ბედნიერება მათთვისაც მიმენიჭებინა, ვისითაც თავად ვიყავი ბედნიერი.
ამას ყოველ დილით ვწერდი და საბედნიეროდ ჩემს ირგვლივ ბევრი ისეთი ადამიანი აღმოჩნდა, ვისაც გულწრფელად ვუთხარი #მევარბედნიერიშენით
ამ რუბრიკის პერსონები არ არიან მხოლოდ ჩემი ქალაქის წარმომადგენლები. ჩემი ურთიერთობები ვრცელია და შესაბამისად ძვირფასი ადამიანების ნაკლებობასაც არ ვგრძნობ, ნებისმიერ ქალაქსა თუ რეგიონში. ზოგი მათგანი ემიგრანტია.

- როდის გაჩნდა წიგნის შექმნის იდეა?
- წიგნად შექმნის იდეა მოგვიანებით მოვიდა. უფრო სწორად, ჩემი რუბრიკის რესპონდენტებმა შთამაგონეს, რომ ამდენი სიყვარული იმსახურებდა აკინძვას და წიგნად გამოცემას.
2024 წლიდან დავიწყე წიგნზე მუშაობა, რაც მარტივი არ აღმოჩნდა, რადგან წიგნში შესულია ის მინაწერებიც,რასაც საზოგადოება აკეთებდა კომენტარების სახით. თავდაპირველი ინფორმაციის მოძიების დროს აღმოვაჩინე, რომ რუბრიკის დაბადებიდან სწორედ ხუთი წლის თავზე დამიწყია წიგნზე მუშაობა. ეს ძალიან სიმბოლურად დაემთხვა.
- დაახლოებით რა დრო დასჭირდა წიგნზე მუშაობას?
- წიგნზე მუშაობას წელიწად-ნახევარი დასჭირდა. მარტივი არ აღმოჩნდა რესპონდენტებთან მუშაობა, რადგან მათ უნდა მოეწოდებინათ ბიოგრაფიული ცნობები, ფოტომასალა და ა.შ
პრეზენტაციის დაგეგმვაც რამდენჯერმე გადაიდო, სხვადასხვა მიზეზის გამო, საბოლოოდ კი ყველაფერი ძალიან კარგად დაგვირგვინდა.

- რა სამომავლო გეგმები გაქვთ?
- ვფიქრობ, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთს სიყვარულით ვესაუბროთ, მეტი სითბო გავცეთ, ამ რუბრიკაზე მუშაობამ ეს არაერთხელ დამანახა.
არ მსურს შევწყვიტო ეს რუბრიკა, მომავალში ისევ გავაგრძელებ, რომ ადამიანებს ბედნიერება მივანიჭო, მოვეფერო და თუნდაც ერთი დღით თავს ასობით სიყვარულის გამომხატველი ახლობელი შემოვახვიო, რომლებიც კომენტარების სახით უხსნიან სიყვარულს ჩემს მიერ შერჩეულ პერსონას, რომელსაც გულწრფელად ვეუბნები -#მევარბედნუერიშენით.

სიახლეები
- ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
- 17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ომის დასრულების გაჭიანურება რუსეთისგან მოდის" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "გომელაურს გადაეცით, რომ მაგასაც ვიბარებ რუსთავში, უშიშროების საბჭოს სხდომაზე"-მიხეილ სააკაშვილი
- "ჩვენი პოლიტიკა არაფერ შუაშია ტრამპის მიგრაციის პოლიტიკასთან, რომელიც ლამის დედამიწის ნახევარს შეეხო, ეს არის აშშ-ის შიდა საკითხი, რაზეც ახალი ადმინისტრაცია დიდი ხანია, საუბრობს"
