მიწების სისტემური და სპორადული წესით რეგისტრაციის პროცესი 2020 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება
მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, სისტემური და სპორადული წესით მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი 2020 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება.
ინივიატივა, რომლის მიხედვით, კანონის მოქმედების ვადა 2020 წლის 1 იანვრამდე გრძელდება, პარლამენტის ბიუროს 3 მაისის სხდომაზე წარედგინება.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განმარტებით, მიწის რეგისტრაციის რეფორმის შედეგად გამარტივებული პროცედურების ამოქმედების შემდეგ, ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას მოქალაქეები სხვადასხვა მომსახურებით უფასოდ სარგებლობენ. კერძოდ, მომსახურების საფასურის გარეშე ხორციელდება შემდეგი სერვისები: დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მედიაცია, მათ შორის, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება, რაც ელექტრონული ნახაზის გარეშე არსებული მონაცემების დაზუსტების მიზნით ცვლილების უფასოდ რეგისტრაციას გულისხმობს.
რეფორმის დაწყებიდან 2019 წლის მაისის მდგომარეობით უკვე რეგისტრირებულია 661 100-ზე მეტი მიწის ნაკვეთი.
“მიწის რეგისტრაციის რეფორმის წარმატებას ადასტურებს მოსახლეობის მაღალი აქტივობა და ჩართულობა სარეგისტრაციო პროცესში. მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით სააგენტოს ყოველდღიურად წარედგინება 1500-დან 2000-მდე განცხადება. ცალკეულ დღეებში განცხადებების რაოდენობამ კი დღეში 5000-ს გადააჭარბა.
2019 წლის მაისის მდგომარეობით სააგენტოში 86 400-ზე მეტ განცხადებაზე მიმდინარეობს სარეგისტრაციო წარმოება. ამ განცხადებების ნაწილი, კერძოდ, 27 320-ზე მეტი განცხადება საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით გადაგზავნილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიებში, ხოლო 54 200-ზე მეტ განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მიმდინარეობს სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან საჭირო დოკუმენტაციის მოძიების პროცესი. კიდევ 4900 - ზე მეტი ახლად წარმოდგენილი განცხადება განხილვის პროცესშია.
ამდენად, კანონის მოქმედების ვადის გაგრძელება მნიშვნელოვანია, როგორ მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოებების წარმატებით დასასრულებლად, ასევე დაინტერესებული პირების მაღალი მიმართვიანობიდან გამომდინარე. გარდა ამისა, კანონის მოქმედების ვადის გაგრძელება აქტუალურია იმ ცალკეული სახელმწიფო პროექტების დროულად და შეუფერხებლად განხორციელებისათვის, რომელიც რეგისტრირებული მონაცემების არსებობის ფორმით მიწის მესაკუთრის იდენტიფიცირებას მოითხოვს“, - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.
ცნობისთის, “სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონი 2019 წლის 1 ივლისამდე მოქმედებს.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"