,,ირანი გახდა შემდეგი ქვეყანა, რომელმაც საკუთარი გამოცდილებით გაიგო, რას ნიშნავს პარტნიორობა რუსეთთან'' - ხატია დეკანოიძე
სირიის და ვენესუელის შემდეგ, ირანი გახდა შემდეგი ქვეყანა, რომელმაც საკუთარი გამოცდილებით გაიგო, თუ რას ნიშნავს პარტნიორობა რუსეთთან.
მისივე თქმით, უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, რუსები და მისი პროქსები ბევრს ლაპარაკობდნენ „მულტიპოლარული სამყაროს“ დროშით მსოფლიო წესრიგზე, თუმცა გადამწყვეტ მომენტში არაფერს აკეთებენ.
„სირიის და ვენესუელის შემდეგ, ირანი გახდა შემდეგი ქვეყანა, რომელმაც საკუთარი გამოცდილებით გაიგო თუ რას ნიშნავს პარტნიორობა რუსეთთან.
რიტორიკის დონეზეც არ დაუჭერიათ ხამენეისთვის მხარი. შაბათს დილას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვმა ზრდილობიანად მოიცილა ტელეფონით საუბრის დროს. ასევე, გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე, როგორც წესი, თავხედი რუსები გასუსულები ისხდნენ და მხოლოდ რამდენიმე წინადადება წამოიკნავლეს.
უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, რუსები და მისი პროქსები ბევრს ლაპარაკობდნენ „მულტიპოლარული სამყაროს“ დროშით მსოფლიო წესრიგზე. თუმცა გადამწყვეტ მომენტში არაფერს აკეთებენ. ყველა მოკავშირეს, რომელიც ბუნებრივი კანონით სრულდება - ღალატობენ.
სიახლეები
- დღეიდან „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდა
- ირანის ხელისუფლების მხარდამჭერებმა პაკისტანში აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმა სცადეს
- აშშ-ისრაელის ოპერაციის შედეგად მოკლული არიან ირანის თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის უფროსი
- “ბრალდებულები, წინასწარ შემუშავებული თაღლითური გეგმის მიხედვით, სხვის კუთვნილ 123 800 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ” – დაკავებულია 2 პირი
- მსოფლიო “აშშ-სა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად, დაახლოებით, 40 ირანელი ოფიციალური პირი დაიღუპა”
