ირანის ხელისუფლების მხარდამჭერებმა პაკისტანში აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმა სცადეს
ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციამ და ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ხამენეის სიკვდილმა საპროტესტო აქციები გამოიწვია პაკისტანში.
დღეს, 1 მარტს პაკისტანის ქალაქ ყარაჩიში, აშშ-ის საკონსულოსთან შეტაკება მოხდა საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის.
მოკლულია აქციის სულ მცირე 7 მონაწილე.
აშშ-ის საკონსულოსთან აქცია ორგანიზებული იყო ირანის მხარდამჭერი შიიტური ჯგუფების მიერ. აქციის მონაწილეებმა საკონსულოს შენობაზე შეტევა სცადეს.
შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა სამართალდამცავებსა და სტუდენტური მოძრაობის, „იმამიას“ წევრებს შორის. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაჭრილია სულ მცირე 20 ადამიანი.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში საელჩოს და ქალაქ პეშავარში საკონსულოს დაცვა გააძლიერა.
სიახლეები
- დღეიდან „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდა
- ,,ირანი გახდა შემდეგი ქვეყანა, რომელმაც საკუთარი გამოცდილებით გაიგო, რას ნიშნავს პარტნიორობა რუსეთთან'' - ხატია დეკანოიძე
- აშშ-ისრაელის ოპერაციის შედეგად მოკლული არიან ირანის თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის უფროსი
- “ბრალდებულები, წინასწარ შემუშავებული თაღლითური გეგმის მიხედვით, სხვის კუთვნილ 123 800 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ” – დაკავებულია 2 პირი
- მსოფლიო “აშშ-სა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად, დაახლოებით, 40 ირანელი ოფიციალური პირი დაიღუპა”
